არისტოტელე

არისტოტელე

არისტოტელე (ბერძნ. Αριστοτέλης), დაბადების ადგილის, სტაგირის მიხედვით ასევე მოიხსენიებენ სტაგირიტის (დ. ძვ. წ. 384, სტაგირა, მაკედონია ― გ. ძვ. წ. 322, ქალკიდა), ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსი და მეცნიერი, მეცნიერ-ენციკლოპედისტი.

 პლატონის მოსწავლე, ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი ძვ. წ. 343-დან, ძვ. წ. 335 ათენში დააარსა ლიცეუმი (ლიკეიონი), რომელიც ცნობილია პერიპატეტიკური სკოლის სახელით. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ არისტოტელე გაეცალა ანტიმაკედონურ მოძრაობას, გადასახლდა ვებეაზე ქ. ქალკიდაში, სადაც მალე გარდაიცვალა. არისტოტელეს ნაშრომთა სრული კრებული ბერძნულად გამოსცა ალდუს მანუციუსმა ვენეციაში 1491-1498. უახლესია მ. ბეკერის გამოცემა 1831-1870. არისტოტელეს ნაშრომთა ციტირება მიღებულია ამ გამოცემის მიხედვით. ფორმალური ლოგიკის შემქმნელი.

არისტოტელეს ფილოსოფია

 არისტოტელე, მთელს ცოდნას ყოფდა სამ ნაწილად: თეორიულად (ფიზიკა და მეტაფიზიკა), პრაქტიკულად (ეტიკა და პოლიტიკა) და პოეთიკურად (ხელობები).

  • ფიზიკა — მეცნიერება ძალასა და ენერგიას შორის ონტოლოგიური განსხვავების შედეგად წარმოშობილი მოძრაობის შასახებ.
  • მეტაფიზიკა — მეცნიერება ყოფის პირველ-პრინციპების შესახებ ანუ პირველადი ფილოსოფია. პირველ-პრინციპები:
  1. ფორმა — ის, რაც. საგნის არსებითი.
  2. მატერია — ის, რისგანაც. უფორმო მატერია წარმოადგენს არარაობას. მატერიის პირველსახე გამოიხატება ხუთ პირველ ელემენტში: წყალი, მიწა, ჰაერი, ცეცხლი და ეთერი (ციური სუბსტანცია).
  3. საწყისი — ის, საიდანაც. ყველა საწყისის საწყისი არის ღმერთი.
  • ეთიკა — სწავლება, რომლის მიხედვითაც ძირითად სიკეთედ ითვლება ორ უკიდურესობას შორის ზომიერების მიღწევა. მაგალითად, გულუხვობა არის შუალედური უკიდურეს სიძუნწესა და უაზროდ მხარჯველს შორის.
  • პოლიტიკა — სწავლება სახელმწიფოს შესახებ. სახელმწიფო — ერთობა საერთო სიკეთისთვის. სახელმწიფო შედგება და ასევე დაპირისპირებულია ოჯახებით — ერთობა საკუთარი კეთილდღეობისთვის. სახელმწიფო წყობის ოპტიმალურ ფორმად მიიჩნევდა პოლიტიას — სახელმწიფოს, სადაც ძალაუფლება მრავალი მდიდარის ხელშია, რომელთაც შეუძლიათ იყიდონ მძიმე საბრძოლო ტექნიკა.

google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html