სსრკ-ფინეთის ომი

სსრკ-ფინეთის ომი

სსრკ-ფინეთის ომი

სსრკ-ფინეთის ომი
თარიღი 30 ნოემბერი 1939 – 13 მარტი 1940
მდებარეობა  
შედეგი მოსკოვის მშვიდობიანი ხელშეკრულება
ტერიტორიული
ცვლილებები
სამხრეთი ფინეთი
მხარეები
ფინეთის დროშა
ფინეთი
საბჭოთა კავშირის დროშა
საბჭოთა კავშირი
მეთაურები
კარლ გუსტავ ემილ მანერჰეიმი კლიმენტ ვოროშილოვი
კირილ მეტსკოვი
სემონ ტიმოშენკო
ძალები
250,000 ადამიანი
30 ტანკი
130 თვითმფრინავი
1,000,000 ადამიანი
6,541 ტანკი
3,880 თვითმფრინავი
დანაკარგები
26,662 მკვდარი
39,886 დაჭრილი
1,000 დატყვევებული

126,875 მკვდარი ან დაკარგული

264,908 სანიტარული დანაკარგები
5,600 დატყვევებული
2,268+ ტანკები

 

  სსრკ-ფინეთის 1939-1940 წლების ომი, იგივე ზამთრის ომი(ფინ. Talvisota) - შეიარაღებული კონფლიქტი საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის 1939 წლის 30 ნოემბერიდან 1940 წლის 13 მარტამდე. ზოგიერთი საზღვარგარეთელი ისტორიკოსის მიხედვით, საბჭოთა კავშირის შემტევი ოპერაცია ფინეთზე მეორე მსოფლიო ომის ფარგლებში. საბჭოთა და რუსულ ისტორიოგრაფიაში ეს ომი განიხილება როგორც ლოკალური ორმხრივი კონფლიქტი, რომელიც არ წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის შემადგენელ ნაწილს. ამ ომში ფინეთს ფარულად სამხედრო დახმარებას უწევდა შვედეთი, ისე რომ მის მიერვე გამოცხადებული საერთაშორისო ნეიტრალიტეტი არ დაერღვია. ფინეთს საომარ მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მაგრამ საქმე აქამდე არ მისულა. სამხედრო აგრესიის შედეგედ, სსრკ გაირიცხა ერთა ლიგიდან. ომი დასრულდა 1940 წლის მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც:

  • საბჭოთა კავშირს გადაეცა კარელიის ყელი ქალაქებით ვიბორგი და სორტავალა და რიგი კუნძულები ფინეთის ყურეში, ფინური ტერიტორიის ნაწილი ქალაქ კუოლაიავარით, ნახევარკუნძული კალასტაიანსაარენტო. ხელშეკრულების შედეგად ლადოგის ტბა მთლიანად საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდა.
  • სსრკ-ს არენდით გადაეცა ნახევარკუნძულ ჰანკოს ნაწილი 30 წლითც სამხედრო საზღვაო ბაზის შესაქმნელად.

დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მიზნით ფინეთმა 1941 წელს, საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, სსრკ-თან საომარი მოქმედებები განაახლა.

წინაისტორია

  ურთიერთობა ქვეყნებს შორის საბჭოთა-ფინეთის 1918-1922 წლების ომის შემეგ დაძაბული იყო. ფინელები საბჭოთა აგრესიას უფრთხოდნენ, ხოლო საბჭოთა კავშირი შიშობდა, ფინეთი საშუალებას მისცემდა რომელიმე ევროპული ქვეყანას (უმთავრესად დიდ ბრიტანეთს და გერმანის) გამოეყენებინა ფინეთის ტერიტორია ინტერვენციისთვის. ამ მოსაზრებას ამყარებდა ის ფაქტიც, რომ საბჭოთა-ფინური საზღვარი სულ რაღაც 32 კილომეტრში გადიოდა საბჭოთა მრეწველობის უმსხვილეს, ხოლო მოსახლეობის მიხედვით მეორე ქალაქ ლენინგრდთან.

ისტორია

  1939 წლის 30 ნოემბერს წითელმა არმიამ მარშალ კირილ მერეცკოვის მეთაურობით გადალახა ფინეთის საზღვარი 950 კმ-ის სიგანეზე. 1.500 ტანკითა და 3.000 თვითმფრინავით შეარაღებული წითელი არმია სწრაფ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ფინელებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს თავდამსხმელებს და დიდი ზიანი მიაყენეს. წითელმა არმიამ 200.000-მდე ჯარისკაცი დაკარგა, მაშინ როცა ფინეთის დანაკარგი 25.000-ს არ აღემატებოდა.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html