ჭინკა

 ჭინკა — მავნე ჯუჯა, მიწის ავსული, ღამეული არსება; "ქაჯი", ჰაერის მცველი, "მაცდურად იტყვიან გლეხნი" (საბა). ქართულ მითოლოგიაში ამ ავსულს თავისებური მტკიცე ადგილი უჭირავს. დაახლოებით სკანდინავიური ტროლების, გერმანული გნომების, ასევე მორმოლიკების და ემპუსას რანგის მაცდურებია, საშიშნი სიმრავლითა და სიავით. ხალხურ მეტყველებაში ცქვიტის, მარდის და მოხერხებულის მნიშვნელობა აქვს მიღებული (მაგ.: "ჭინკა ბიჭი").

 ჭინკობისთვე — სექტემბერია. ოქტომბერ-ნოებერი ჭინკების სათარეშოდ ითვლებოდა. "ჯვარი აქაურობას და იმ თვეში ატყდებიან პატარა ჭინკები, დადიან ხმელეთად, ადამიანად" — აკაკი წერეთელი. 7 დეკემბერს მიქელ-გაბრიელი ბოჭავს და წყალში ყრის ჭინკებს.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html