ალენ-ფურნიე

ალენ-ფურნიე

  ალენ-ფურნიე (ფრანგAlain-Fournier; ფსევდონიმი; ნამდ. სახელი ანრი ფურნიე; დ. 3 ნოემბერი1886 - გ. 22 სექტემბერი1914) —ფრანგი მწერალი და ჯარისკაცი. ავტორია ერთადერთი რომანის "დიდი მოლნი" (Le Grand Meaulnes, 1913 წელი), რომლის საფუძველზე გადაღებულია ორი კინოფილმი, ხოლო თვით ნაწარმოები ფრანგული ლიტერატურის კლასიკად არის აღიარებული.

  დაიბადა 1886 წლის 3 ოქტომბერს ქალაქ ლა-შაპელ-დ'ანჟიონში. სახელი გაითქვა რომანის წყალობით, რომელშიც ლირიკული მანერით აღწერილი აქვს ბავშვობის წლების, სკოლის, თამაშების და ყმაწვილკაცობის ფიქრების მოგონებები. რომანში შერწყმულია დინამიური სიუჟეტი და რომანტიული ინტრიგა ფრანგული პროვინციული ცხოვრების რეალისტური აღწერით.

  რომანის გამოცემის შემდეგ ალენ-ფურნიე შეძლებული მეწარმე კლოდ კაზიმირ-პერიეს მდივნად მოეწყო, რომელთან ერთადაც მუშაობდა წიგნზე "ბრესტი, ტრანსატლანტიკური პორტი" (ფრანგBrest, port transatlantique). მწერალი ფრონტზე დაიღუპა პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, 1914 წლის 22 სექტემბერსსან-რემის ტყეში ვერდენთან,მარნთან პირველი ბრძოლისას.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html