ალექსანდრე ენგელი ცნობილი რუსი ფოტოგრაფი (1848-1918). მის ბიოგრაფიაზე ძალზედ მწირი ინფორმაცია მოიპოვება:
- ცნობილი როგორც პეიზაჟების გადაღების ოსტატი, მუშაობდა შუა აზიასა და ჩრდილო კავკასიაში.
- 1879 წელს მას მიღებული ჰქონდა პეტერბურგის გეოგრაფიული საზოგადოების ვერცხლის მედალი
- 1879 წელს ა. ენგელი არჩეული იყო რუსული საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების წევრად. იყო ავტორი ალბომისა “კასპიისპირეთის რკინიგზები”.
- 1881 წელს ვენეციაში გეოგრაფების საერთაშორისო ყრილობის დიპლომი.
- 1890 წლის დეკემბერში ალექსანდრე ენგელმა გახსნა ფოტოგრაფიული ატელიე ტფილისში.
- 1895 წელს გახსნა ფოტოლიტოგრაფიული სახელოსნო.
- 1896 წლიდან მუშაობდა ფოტოგრაფად ამიერკავკასიის რკინიგზაზე.
- 1918 წელს დაიკარგა შუა აზიაში სამოქალაქო ომის დროს.