ალექსი პლეშჩეევი

ალექსი პლეშჩეევი

ალექსი ნიკოლოზის ძე პლეშჩეევი (რუს. Алексей Николаевич Плещеев; დ. 22 ნოემბერი/4 დეკემბერი, 1825, კოსტრომა — გ. 26 სექტემბერი/8 ოქტომბერი, 1893, პარიზი; დაკრძალულია მოსკოვში), რუსი მწერალი. პეტრაშეველთა წრეში მონაწილეობისათვის 1849 წელს გადაასახლეს. მოსკოვში დაბრუნდა 1859 წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1844, ლექსთა პირველი კრებული — 1846. პლეშჩეევისზოგი ლექსი რევოლუციის სიმღერად იქცა. 1848-დან წერდა მამხილებელ მოთხრობებს.

მას ბევრი რა აკავშირებდა საქართველოსთან: პირადად იცნობდა ნიკო ნიკოლაძეს; ლექსებს აქვეყნებდა თბილისურ ჟურნალში „გუსლი“ (1882) და სხვა. მისი პოეზია პოპულარული იყო საქართველოში (მთარგმნელები: აკაკი წერეთელი, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, შიო მღვიმელი, გრიგოლ აბაშიძე). პლეშჩეევის სიმღერა-ლექსმა „წინ! უშიშრად და მტკიცედ“ გავლენა მოახდინა იროდიონ ევდოშვილის ლექსზე „მეგობრებო, წინ, წინ გასწით!“.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html