ალიო ადამია

ალიო ადამია

ბიოგრაფია

ალიო კონსტანტინეს ძე ადამია (დ. 20 მაისი1914ბათუმი ― გ. 19 ოქტომბერი1980თბილისი), ქართველი მწერალი. 1934 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. სკკპ წევრი 1940 წლიდან. მუშაობდა გაზეთების "ახალგაზრდა კომუნისტის" (1930-1936), "კომუნისტის" (1942-1954) რედაქციებში, იყო გამომცემლობა "ხელოვნების" დირექტორი (1954-1963), "მერანში" განყოფილების გამგე (1963-1968), "საბჭოთა საქართველოში" - მთავარი რედაქტორი (1968-1980). პირველი ლექსები 1931 წელს გამოაქვეყნა. 1932 წელს გამოვიდა ადამიას წიგნი "რამდენიმე ლექსი", 1936 - კრებული "ლექსები". მომდევნო ლექსტა კრებულებიდან აღსანიშნავია: "ქორწილი კოლხიდაში" (1941), "მესხეთის გაზაფხული" (1949), "უბის წიგნიდან" (1953), "ცისფერი აივანი" (1964), "სიყვარულისა და სიკვდილის ბალადა" (1969). ავტორია აგრეთვე მოთხრობებისა და ნარკვევების კრებულებისა "სოფლის გზებზე" (1948), "დილა მტკვრის ხეობაში" (1952), «"ხერგა" ამარცხებს "რიონს"» (1967), რომანისა "დიდი და პატარა ეკატერინე" (1973).

  


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html