ამბაკო ჭელიძე

ამბაკო ჭელიძე

  ამბაკო სოლომონის ძე ჭელიძე (დ. 20 ივლისი, 1878, სოფ. ბაჯი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 25 დეკემბერი, 1940,თბილისი), ქართველი მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

  1895 წლიდან მუშაობდა „ივერიის“ რედაქციაში. ირანში მონაწილეობდა ირან-საბჭოთა კავშირის ბანკის დაარსებაში (1923-29 წწ.). 1927 წ. იმოგზაურა ფერეიდანში. ერთ-ერთმა პირველმა აღადგინა კავშირი ფერეიდნელ ქართველებთან; სწავლობდა მათ ენას, ისტორიას, ყოფას; იყო თბილისის ქართველ მუსლიმანთა დამხმარე კულტურული საზოგადოების წევრი.

  მწერლობა მოთხრობების წერით დაიწყო. ჭელიძემ აღადგინა სპარსულიდან ქართულად თარგმნის დიდი ხნის მივიწყებული ტრადიცია. მისი თარგმანები გაერთიანებულია კრებულებში: „სპარსელი ლირიკოსები“ (1935), „ირანელი ლირიკოსები“ (1936), „მოლა ნასრედინისანეკდოტები“ (1940), ომარ ხაიამის „რობაიათი“ (1946). თსუ-ს დავალებით სრულად თარგმნა ნიზამის პოემები „ლეილი და მაჯნუნი“, „ხოსროვი და შირინი“ (1964), „საიდუმლოებათა სალარო“; საადის „ბუსთანი“ (1955), „გოლესთანი“ (1948). ავტორია წიგნებისა „ფერეიდნელი ქართველები“ (1935) და „ექვსი წელი სპარსეთში“ (1964).


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html