ანდრე ბრეტონი

ანდრე ბრეტონი

ბიოგრაფია

  ანდრე ბრეტონი (დ. 19 თებერვალი, 1896 , ტინშებრეიორნი, — გ. 28 სექტემბერი, 1966, პარიზი) ფრანგი მწერალი და პოეტი, სიურრეალიზმისთეორეტიკოსი.

  ბრეტონი დაიბადა 1896 წლის 19 თებერვალს, ნორმანდიის ქალაქ ტინშებრეიში, ბურჟუაზიულ ოჯახში. მამა ჟანდარმერიის კანცელარიაში მუშაობდა, თუმცა სახელმწიფო სექტორში დიდხანს არ დარჩენილა და კერძო კანტორაში გადავიდა. ანდრეს არ ჰყავდა და-ძმები, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ მიეცათ თავიანთი ერთადერთი შვილისთვის უმაღლესი კლასიკური განათლება, რომელიც მას გაუკვლევდა გზას პრესტიჟულ და მომგებიანი მომავლისკენ. ბრეტონმა დაამთავრდა საეკლესიო სკოლა, შემდეგ სწავლობდა ერთ-ერთ ფრანგულ კოლეჯში, რომლის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა სორბონში და გახდა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი.

  I მსოფლიო ომის დროს ანდრე მსახურობდა სანიტრად, როდესაც მან გაიცნო პოეტი გიიომ აპოლინერი. ეს შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა დამწყები ფსიქოლოგისთვის. აპოლინერმა იგი წარუდგინა ფილიპ სუპოს, რომელიც მისი თანამებრძოლი გახდა. ლუი არაგონმა კი ბრეტონს ლოტრეამონის შემოქმედება გააცნო.

  1919 წელს ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებულ იქნა ანდრე ბრეტონისა და ფილიპ სუპოს მოთხრობა მაგნიტური ველები, დაწერილი ახალი შემოქმედებითი მეთოდის - ავტომატური წერის- საშუალებით. სწორედ ეს ნამუშევარი იქცა სიურრეალიზმის სათავედ.

  ბრეტონის გარშემო თავი მოიყარეს ისეთმა სემოქმედებმა, როგორებიცაა: ლუი არაგონიპოლ ელუარი და ტრისტან ცარა1920 წლიდან მათ დაიწყეს შოკისმომგვრელი პრეზენტაციების მოწყობა: რეაგულარული ჩხუბები ბანკეტებზე, სკანდალები. ბურჟუაზიული საზოგადოება შიშით ადევნებდა თვალს ახალგაზრდა პოეტების თავგადასავლებს.

  ბრენტონი მშვენივრად ხვდებოდა, რომ პერმანენტული ალიაქოთი ვერ გახდებოდა ახალი მხატვრული პლატფორმა. 1924 წელს პირველი სიურრეალისტური მანიფესტის გამოქვეყნების შემდეგ სიურრეალისტურმა მოძრაობამ ნათელი პროგრამა მიიღო. მათი წინამძღვარი გახდა ანდრე ბრეტონი, რომელთაც ისინი "ფრანგულ ლიტერატურაში უკანასკნელ მოხუცს" ეძახდნენ.

  ბრეტონის ლიდერობა უფრო და უფრო იძენდა ავტორიტარულ ხასიათს: სკანდალები მოედო სიურრეალისტურ წრეს. ჯგუფი დატოვეს ბრეტონის უახლოესმა თანამებრძოლებმა როჟე ფიტკარმა და ფილიპ სუპომ. თუმცა შემოქმედებითად უფრო პროდუქტიული იყო: გამოიცემოდა სულ უფრო მეტი სიურრეალისტური ჟურნალები. არაგონისა და სუპოს ადგილი დაიკავეს ბუნიუელმა და დალიმ.

  ბრეტონი მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. 1920-იან წლებში იგი სიურრეალისტებს კომუნისტურ პარტიაში შესვლისკენ მოუწოდებს. 1930 წელს ხვდება ლევ ტროცკის მექსიკაში. მთელს მსოფლიოში აწყობს სურრეალისტურ გამოფენებს, ამათგან, ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა აშშ-ში ჩატარებული გამოფენა. ბევრი ხელოვნებათმცოდნე ამტკიცებს, რომ პოპარტი აღმოცენდა მარცვლისგან, რომელიც ჩაგდებულ იქნა სიურრეალისტების გამოფენის შედეგად 1942 წელს.

  მეორე მსოფლიო ომის დროს ბერტონი აშშ-ში ცხოვრობდა და იქ აგრძელებდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. მას განხეთქილება მოუვიდა სალვადორ დალისთან მას შემდეგ, რაც ესპანელმა მხატვარმა განაცხადა: "სიურრეალიზმი-მე ვარ!"

ანდრე ბრეტონი დაიღუპა 1966 წლის 28 სექტემბერს, სასუნთქი გზების დაავადების გამწვავების შედეგად.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html