აფროდიტე

აფროდიტე

აფროდიტე (ბერძნ. Ἀφροδίτη, Aphroditē), სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და დიონეს ასული. ჰესიოდეს თანახმად, იშვა ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსთან (აქედან - მისი ერთ-ერთი ეპითეტი "კიპრიდა"). ზღვისგან ნაშობი სიყვარულის ქალღმერთის იდეა და კულტი საბერძნეთში აზიიდან გავრცელდა (შდრ. ასტარტე). თავდაპირველად აფროდიტე ბუნების ძალას განასახიერებდა და ნაყოფიერების ქალღმერთად ითვლებოდა. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროში, განსაკუთრებით კ. კვიპროსზე, მცირე აზიისა და იონიის კუნძულებზე. ძველ რომაულ მითოლოგიაში აფროდიტეს შესატყვისია ვენერა (ვენუს). ანტიკურ სახვით ხელოვნებაში აფროდიტე წარმოდგენილია იდეალური სილამაზის შიშველი ქალის სახით. აფროდიტეს ქანდაკებიდან განსაკუთრებით ცნობილია პრაქსიტელეს კნიდოსის აფროდიტე (ძვ. წ. IV ს.) და აფროდიტე (ვენერა) მილოსელი (ძვ. წ. II ს.).


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html