ბანოვანი (მწერალი)

ბანოვანი (მწერალი)

  ბანოვანი (დესპინე დავითის ასულ გელოვანის ფსევდონიმი) (დ. 6 დეკემბერი1880სოფ. ლაჯანა, ახლანდელი ცაგერის რაიონი — გ. 6 დეკემბერი1934თბილისი), ქართველი მწერალი, პუბლიცისტი.

  მისი მოთხრობები, ესკიზები, ეთნოგრაფიული წერილები, ლეჩხუმიდან გამოგზავნილი კორესპონდენციები იბეჭდებოდა 1898 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში („ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „შრომა“, „მეგობარი“„ისარი“„თემი“„ამირანი“, „სახალხო გაზეთი“). ბანოვანის წერილების უმრავლესობა მიმართული იყო ადგილობრივი მემამულეებისა და მეფის მოხელეთა თვითნებობის წინააღმდეგ. ბანოვანი 1905-1907 რევოლუციის მონაწილე და იმდროინდელი ლეჩხუმის თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე იყო. აქ მან დააარსა რამდენიმე ბიბლიოთეკა, ხელმძღვანელობდა სცენისმოყვარეთა წრეებს. 1920 წლიდან ბანოვანი თბილისში ცხოვრობდა. 1928 წელს ჟურნალ „მნათობში“ (№ 5-9) გამოაქვეყნა რომანი „სამართალს სისხლით მოვძებნი“. ვრცელ ისტორიულ რომანში „შორეული ლანდები“ (დაიბეჭდა 1959, 1960) ბანოვანი ასახავს XVII საუკუნის საქართველოს სინამდვილეს. დაწერილი აქვს მოთხრობებიც — „ღების ბატონი“, „ქალი“ და სხვა.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html