ბასილი საბაწმიდელი, VIII-IX საუკუნეების ქართველი მწერალი, ჰიმნოგრაფი. მოღვაწეობდა პალესტინაში, შესაძლოა თვით საბა განწმედილის (წმიდის) ლავრაშიც. მისი ჰიმნოგრაფიულითხზულება "დასდებელნი მამისა საბაჲსნი" შეტანილია X საუკუნის სინის მთის ხელნაწერში. დასდებლის კიდურწრილობაა "ბასილი". ავტორს გამოუყენებია საბა განწმენდილის "ცხოვრება", რომელიც ქართულად VII საუკუნეში უნდა იყოს თარგმნილი.