ბასტეტი

 ბასტეტი — სიყვარულისა და მხიარულების ქალღმერთი. გამოსახავდნენ კატის სახით. აგრეთვე გამოისახებოდა კატისთავიანი ქალის სახითაც. ადრეული დინასტიების ეპოქაში, კატების მოშიანურებამდე, გამოსახავდნენ ლომის სახით.

 ბასტეტის კულტის ცენტრს წარმოადგენდა - ქ. ბუბასტისი (ძვ.წ.X-VIIIს.ს.), რომლის აყვავებაც უკავშირდება XXII დინასტიას (ბუბასტიდები). ბასტეტის ატრიბუტია - სისტრი (მუსიკალური საკრავი). ხშირად ქალღმერთს გამოსახავდნენ კატისთავიანი ქალის სახით,ფეხებთან მოკალათებული 4 კნუტით, რომელსაც სისტრი ეკავა ხელში და ითვლებოდა ნაყოფიერების ქალღმერთად. ბასტეტის შვილი იყო - მააჰესი.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html