ბენჯამინ დიზრაელი - Benjamin Disraeli

ბენჯამინ დიზრაელი - Benjamin Disraeli

ბენჯამინ დიზრაელი (შემდეგში ლორდ ბიკობსფილდი, ინგლ. Benjamin Disraeli, Lord Beaconsfield; დ. 21 დეკემბერი, 1804, — გ. 19 აპრილი, 1881), ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე და მწერალი; დიდი ბრიტანეთის მე-40 პრემიერ მინისტრი 1868 წელს, ასევე 42-ე პრემიერი 1874—1880 წლებში. ასევე იყო "სოციალური რომანის" წარმომადგენელი.

წარმოშობა

 1748 წელს ლონდონში ჩამოვიდა პოლოტოკური მოღვაწის ბაბუა, ახალგაზრდა ებრაელი ბენჯამინ დიზრაელი. იგი დაიბადა ჩენტოში, (ფერარა). თავიდან იგი ცხოვრობდა ვენეციაში, ხოლო შემდეგ გადმოსახლდა დიდ ბრტანეთში. მისი ცხოვრება ლონდონში თავიდან რთული იყო, იგი ეწეოდა ვაჭრობას, სპეკულირებას და რამდენჯერმე გაკოტრდა კიდევაც. შემდეგ იგი დაქორწინდა სარა ვილა-რეალზე , რომელმაც მას დიდძალი ქონება მოუტანა. იგი გახდა ბირჟის მოთამაშე და სულ მალე გამდიდრდა. სარას და ბენჯამენის შვილი მათ ძალიან აკვირვებდა. მათ სურდათ, რომ შვილი გამხდარიყო მევაჭრე, მაგრამ ას მარტო წიგნები აინტერესებდა. სარას შვილის ასეთი ქცევა ძალიან აღიზიანებდა და იგი შვილს ხშირად ეჩხუბებოდა, თუმცა მამა, რომელიც თვლიდა რომ შვილს მარტო სათამაშოები აინტერესებდა, მათ აწყნარებდა. ერთხელ. როდესაც ისააკიი სახლიდან გაიქცა, და მამამ იგი სადღაც პარკში იპოვა, მან შვილს პონი აჩუქა. 13 წლისა ისააკმა თავისი პირველი პოემა დაწერა. ბენჯამენი, რომელსაც სწამდა, რომ პოეტები და მწერლები სიცოცხლეს სიღარიბეში ატარებდნენ, შეშინდა და პირველივე ხომალდით შვილი საზღვარგარეთ გააგზავნა . ისააკმა 4 წელი გაატარა ჰოლანდიასა და საფრანგეთში. საზღავრგარეთიდან დაბრუნებულმა ისააკმა დაწერა რამდენიმე პოემა, მათ შორის ”კომერციის ზიანზე, რომელიც არის ადამიანის გაფუჭების საზრდო”. შემდეგ მან გადაწყვიტა ინგლისური ლიტერატურის ისტორიის დაწერა და დღეებს ატარებდა ბრიტანულ მუზეუმში, თუმცა მალე ეს საქმე მიატოვა და შეგროვილი ინფორმაცია გამოაქვეყნა. მისი სტატიების უმრავლესობა იყო ის ლიტერატურული კურიოზები, რომლებსაც იგი პოულობდა ბრიტანული მუზეუმის წიგნებში.

ბიოგრაფია

ბავშვობა და ახალგაზრდობა

 ისააკს და სარას 2 შვილი ეყოლათ - ბენჯამინი და სარა. ბავშვები ხშირად დადიოდნენ ბებიასა და ბაბუასთან, რომელთა მოთხრობებმა იქონიეს დიდი გავლენა ბენჯამინის ლიტერატურულ მოღვაწეობაზე. ბენჯამინი სკოლაში ძალიან ადრე მიაბარეს - თავიდან ქ-ნ როპერთან, ხოლო შემდეგ მეუფე პოტიკანისთან. პოტიკანისთან ბენჯამინმა გაიგო, რომ <<იგი სხვა რჯულისა იყო>>. ლოცვის დროს, როდესაც ყველა სხვა ბავშვები ლოცვას კითხულობდნენ, იგი მოშორებით იდგა.ბენჯამენის მეცამეტე წლისთავზე ისააკმა გადაწყვიტა შვილის გაქრისტიანება. ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყდა შვილის სხვა სკოლაში ჩაბარება.ბრიტანულ მუზეუმში ისააკი დაუმეგობრდა ბ-ნ კოგანს. კოგანს ძალიან უყვარდა წიგნები, რამაც სავარაუდოდ გადამწყვეტი როლი ითამაშა სკოლის არჩევაში. კოგანის სკოლა იყო ძველი შენობა კონსერვატიული წესებით. კოგანთან ბენჯამინმა მალევე მოიპოვა პოპულარობა, თაყვანისცემა და ძალაუფლება. თავისი ძალაუფლების გასამტკიცებლად მან შექმნა სასკოლო დასი, რაც სკოლის წესების დარღვევა იყო. საბოლოოდ,კოგანის და დიზრაელის დაპირისპირება დამთავრდა მეორის გარიცხვით. 15 წლის ასაკში ბენჯამინი აღმოჩნდა სახლში,რამაც იგი თვითსწავლის დაწყება აიძულა. იგი აღტაცებული დარჩა ”დონ ჟუანით”, ბაირონით, დემოსთენეთი და ციცერონით. მამამისს აღშფოთებდა შვილის გატაცებები და სულ მალე ბენჯამენის აღშფოთების მიუხედავად, საადვოკატო კანტორაში სამუშაოდ გაგზავნა, თუმცა მალევე მან მიატოვა ადვოკატურა და ზაფხული გერმანიაში გაატარა.

 იურიდიულ კანტორაში ბენჯამენმა შეამჩნია, რომ მისი კლიენტების დიდი რაოდენობა მდიდრდებოდა სამხრეთ ამერიკის ოქროს საბადოების მეშვეობით. დიზრაელიმ გადაწყვიტა ეთამაშა ბირჟაზე. თავიდან მან დადო მცირე თანხა აქციების დაწევაზე, როდესაც წააგო თანხა გაზარდა. ამ ფინაბსურმა ოპეაციებმა იგი დაახლოვეს ახალგაზრდა ფინანსისთთან ჯონ დეიტონ პოუელსთან. ამავე დროს, დიზრაელის მამის მეგობარმა - მერეიმა გადაწყვითა გაზეთის გამოცემა და რედაქტორად დიზრაელი აიყვანა. დაბიშვნის შემდეგ, დიზრაელიმ გადაწყვიტა ლოქართის - სერ ვალტერ სკოტის ნათესავის - გამოძახება. ამავე დროს დიზრალი და პოუელსი აგრძელებენ ბირჟაზე თამაშს. ამ თამაშმა სავალალო შედეგი გამოიღო -ჯონ დეიტონ პოუელსი გაკოტრდა, ხოლო დიზრაელიმ და მისმა მეგობარმა დაკარგეს 7 000 გირვანქა სტერლინგი. 20 წლის დიზრაელის იმწამცვე გამოუჩნდა კრედიტორები, ხოლო მეგობრების უმრავლესობამ იგი მიატოვა. დიზრაელისთვის ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა მისი გაზეთიდან გაშვება.

”ვივიან გრეი” და ურთიერთობა ოსტინებთან

 21 წლის ასაკში დიზრაელიმ დაწერა თავისი პირველი რომანი -”ვივიან გრეი”. ამ რომანში მან მოყვა ახალგაზრდა ადამიანის ისტორია, რომელიც ტავიდან დიდების მწვერვალზე აღმოჩნდება,მაგრამ შემდეგ, ინტრიგრბის გამო მას ამ მწვერვალიდან გადააგდებენ. დიზრაელების მახლობლად ცხოვრობდა ადვოკატი ოსტინი, რომლის ცოლთან დიზრაელი ძალიან დამეგობრდა. როდესაც კედი ოსტინმა რომანი წაიკითხა, გადაწყვიტა დიზრაელის დახმარება მის გამოცემაში. მან გაგზავნა ხელნაწერის ნაწილი გაზეში ხელმოწერის გარეშე, რამაც პუბლიკა ააღელვა. კრიტიკები რომანს კეთილგანწყობილად შეხვდნენ და ”დონ ჟუანს” ადარებდნენ. მოულოდნელად, დიზრაელის ინკოგნიტო ერთ-ერთმა კლერკმა გასცა. როდესაც გაირკვა, რომ წიგნის ავტორი არისტოკრატი კი არა, არამედ უბრალო ებრაელი იყო, არისტოკრატია აღშფოთდა. იმავე კრიტიკოსებმა, რომლებმაც დიზრაელი დონ ჟუანს შეადარეს, ახლა მიწასთან ასწორებდნენ. როდესაც ოსტინებმა მისი უხასიათობა ნახეს, შესთავაზეს იტალიაში გამგზავრება, რაზეც დიზრაელი დიდი სიამოვნებით დათანხმდა. იტალიაში ყოფნის პერიოდში მან დაწერა რომანი პელემი, რომელმაც ლონდონში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. უკვე ლონდონში დიზრაელიმ დაამთავრა რომანი ”ახალგაზრდა ჰერცოგი”, თუმცა მას დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. ამის გამო დიზრაელიმ გადაწყვიტა ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლა.

მოგზაურობა წმინდა მიწაზე

 25 წლის დიზრაელიმ გადაწყვიტა წასულიყო არა ევროპაში, არამედ აღმოსავლეთით და აირჩია მარშრუტი ლონდონი - ისრაელი - ლონდონი. მისი მოგზაურობის პირველი ეტაპი იყო გიბრალტარი, გემზევე მან გააკვირვა საზოგადოება თავისი სიტყვების ექსტრავაგანტულობით და ტანსაცმლის შეცვლის სიჩქარით. ესპანეთში იგი ჩავიდა ალჰამბრაში. მალტაზე მან აამხედრა მთელი ოფიცრობა საკუთარი თავის წინააღმდეგ. მალტაში მან დაიქირავა ჯეიმს კლეი - ბაირონის მსახური, რომელმაც ბაირონის ბოლო სიტყვბი გაიგო. თავის ისტორიულ სამშობლოში ჩასვლისას მან გადაწყვიტა ახალგაზრდა ებრაელი მეფის - დავით ალროის ბიოგრაფიის დაწერა და მისი რომანად გადაქცევა. პალესტინიდან ეგვიპტეში გადასვლისას გარდაიცვალა დიზრაელის დის -სარას- ქმარი. უკან დაბრუნებისას იგი ჩაიკეტა თავის კაიუტაში და 2 რომანის წერას შეუდგა - ”დავით ალროი”(ახალგაზრდა ებრაელი მეფის ისტორია) და ”კონტარინი ფლემინგი”(ახალგაზრდა ადამიანის ისტორია).

პოლიტიკაში პირველი ნაბიჯები

 დიზრაელიიმ თავისი პირველი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა უაიკომბში გადაწყვიტა. მანდ ცნობილი იყო მამამისის სახელი და დიზრაელი მოელოდა კარგ შეხვედრას. ამ დროს დიზრაელის პოლიტიკური მრწამსი ჯერ არ ჰქონდა, იგი უთანაგრძნობდა კონსერვატორებს, მაგრამ მისი მეგობრების უმრავლესობა ლიბერალურ პარტიაში და რადიკალურ პარტიებში იყვნენ. საბოლოოდ დიზრაელიმ გადაწყვიტა დამოუკიდეელ დეყტატად ბალოტირება. მიუხედავად დზრაელის პირველი გამარჯვებების, როდესაც მან თავისი მოწინააღმდეგეს - გრეის - მჭერმეტყველობაში მოუგო, დიზრაელიმ არჩევნები წააგო. ოქტომბერში საარჩევნო რეფორმის გამო უიკომბში ჩატარდა ხელახალი არჩევნები. ამ არჩევნებში გრეიმა მიიღო 140 ხმა, დიზრაელიმ - 119. ამ პოლიტიკური წარუმატებლობების შემდეგ დიზრაელიმ გადაწყვიტა პოემის დაწერა, რომლის გმირიც ნაპოლეონი გახდებოდა. 1833 წლის პოლიტიკურმა სიტუაციამ ხელი შეუწყო დიზრაელის პოლიტიკური შეხედულებების ევოლუციას. ამავე დროს იგი ხვდება ჰერცოგ ლინდჰერსტონს, რომელიც გახდა დიზრაელის მეგზრი ბრიტანეთი პოლიტიკური ცხოვრების კულისებში. ციტა ხანში ჩატარდა ახალი არჩევნები, რომლიბშიც დიზრაელიმ ისევ წააგო. ამან იგი საბოლოოდ დაარწმუნა კონსერვატორთა ბანაკში შესვლაში. კონსერრვატორად გადაქცევამ გახადა დიზრაელი და მისი მეგობარი დაუძინებელი მტრები, იმის გამო,. რომ დიზრაელიმ ერთ-ერთ სიტყვაში ავად მოიხსენია ო’კონელი. ამან ირლანდიელი გააბრაზა და დუბლინში მან ვრცელი სიტყვა წარმოთქვა დიზრაელის საწინააღმდეგოდ.

დიზრაელი პარლამენტში

 1835 წელს გამოვიდა დიზრაელის წიგნი ”ინგლისური კონსტიტუციის დაცვის წერილი პატიოსან ლორდთან ერილის სახით”.ამ წიგნმა ძალიან დიდი აღიარება მოიპოვა. მეფე ვილჰელმ IVის სიკვდილის შემდეგ ტახტზე დედოფალი ვიქტორია ავიდა, რამაც პარლემენტის დათხოვა გამოიწვია. ამჯერად დიზრაელისთვის, რომელსაც ჰქონდა კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერა მარტივი იყო ამ არჩევნების შედეგად პარლამეტში შესვლა. ამავე დროს დიზრაელიმ დაქორწინება გადაწყვიტა. თავის საცოლედ მან აირჩი მერი ენი - მასზე 12 წლით უფროსი ქალბატონი, რომელიც ითხ ათასიან რენტას ფლობდა. 1839 წლის 28 აგვისტოს დიზრაელი და მერი ენ დაქორწინდნენ. ცოტა ხნის შემდეგ დიზრაელი პარლამენტშიც შევიდა. არჩევნების შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა დიზრაელის და სერ რობრტ პილს შორის, იმის გამო, რომ უკანასკნელმა დიზრაელის არ მისცა ადგილი მთავრობაში. სავარაუდოდ ამან გამოიწვი კონსერვატულ პარტიაში ოპოზიციური ჯგუფის-”ახალგაზრდა ინგლისის”- შექმნა - ამ ჯგუფის ლიდერი გახდა დიზრაელი. ამავე დროს, 1844 - 1845 წლებში ქვეყნდება დიზრაელის ახალი ლიტერატურული ნამუშერის, ტრილოგია ”ახალგაზრდა ინგლისის” პირველი 2 ტომი - კონინსბი და სიბილა. ”კონინსბი”, ან მეორენაირად ”ახალი თაობა”, იყო ერთდროულად მოთხრობა მის მეგობრებზე და სატირა მის პოლიტიკულ მოწინააღმდეგეებზე. ”სიბილა”, ან მეორენაირად ”ორი ერი” აღწერს ინგლისში მცხოვრებ ორ ერს - მდიდრებსა და ღარიბებს. ამ პოემით დიზრაელიმ პირველმა აჩვენა ინგლისელ არისტოკრატიას ჩვეულრივი ინგლისელების ცხოვრება. ამ პერიოდში მიმდინარეობს დიზრაელის და რობერტ პილის დაპირისპირება. ამ დაპირისპირების შედეგად დიზრაელიმ მოახერხა სერ რობერტ პილის მთავრობის გადაყყენება.

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html