ბორის ვიანი

ბორის ვიანი

  ბორის ვიანი — ფრანგი პროზაიკოსი, მწერალი, მთარგმნელი, პოეტი,კრიტიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ჯაზის მუსიკოსი და მომღერალი. თუმცა ყველაზე მეტად მისი ნოველების გამო გახდა პოპულარული.წერდა არამარტო თავისი სახელით, არამედ 24 ფსევდონიმით, მათ შორის ყველაზე ცნობილია ვერნონ სალივანი.ვიანს დიდი გავლენა ჰქონდა ფრანგულ ჯაზზე,აქვეყნებდა რა უამრავ რელიზს და კრიტიკულ სტატიებს როგორც ფრანგულ ისე ამერიკულ ჯაზზე. წერდა სხვადასხვა გაზეთებისთვის (Le Jazz Hot, Paris Jazz). მისი სიმღერები პოპულარობით სარგებლობდნენ მის სიცოცხლეში.39 წლის ბორის ვიანმა მოასწრო დაეწერა 10 ნოველა, 42 მოთხრობა, 7 პიესა, 400 სიმღერა, 4 ლექსების კრებული, 6 ლიბრეტო, 20 თარგმანი და დაახლოებით 50 სტატია.

  ”1950-იან წლებში,პარიზში, ბორის ვიანი იყო ყველაფერი-პოეტი,მწერალი, მომღერალი, მავნებელი, მსახიობი, მუსიკოსი და ჯაზის კრიტიკოსი. ის იყო ჩემი მეგობარი და მე აღფრთოვანებაში მაგდებდა მისი ეკლეკტიზმი,ირონია და პროვოკაციული გემოვნება”.ლუის მეილი

ბიოგრაფია

ბავშვობის წლები

  ბორის ვიანი დაიბადა 1920 წელს Ville D'Avray-ში, პარიზის მდიდრულ გარეუბანში.მისი მშობლები იყვნენ პოლ ვიანი, ახალგაზრდა რანტიე და ივონა რამენესი, მოყვარული პიანისტი და მეარფე. მამამისისგან ბორისს მემკვიდრეობით ერგო ბოჰემური ცხოვრების სიყვარული,არმიასა და ეკლესიას არცერთი წყალობდა. ბორისი იყო მეორე ოთხი შვილიდან(ლელიო(1918),ალანი(1921)და ნინონი(1924)).

  იყო სუსტი ბავშვი.ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მას 5 წლამდე სახლში ასწავლიდნენ და ამეცადინებდნენ.1926-1932 წლებში სწავლობდა პატარა ლიცეუმში, შემდგომ კი Lyceé de Sèvres-ში. ცნობილი 1929 წლის მოვლენების შემდგომ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ Les Fauvettes-ში. მას შემდეგ რაც ბორისს შეუსრულდა 12 წელი დაავადდა რევმატიზმით, ცოტა ხნის შემდგომ კი შეეყარა მუცლის ტიფი. ამ დაავადებათა თანხვედრამ უამრავი მძიმე პრობლემა გამოიწვია და მოხდა ისე რომ ბორისის გულის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა რომ მომავალ მწერალს ნაადრევ სიკვდილს უქადდა.

სტუდენტური წლები

1932-1937 წლებში ვიანი სწავლობდა ჰოშეს ლიცეუმში, ვერსალში.1936 ვიანმა და მისმა ორმა ძმამ დაიწყეს ეგრეთწოდებული „სურპრიზი წვეულებების“ მოწყობა. ეს შეკრებები საფუძვლად დაედო ვიანის ადრეულ ნოველებს: Trouble dans les andains(1943)და Vercoquin et le plancton(1943–1944). 1936 წელს ვიანი დაინტერესდა ჯაზით. შემდეგ წელს მან დაიწყო საყვირზე დაკვრა და შეუერთდა CLUB HOT-ს.1937 წელს ვიანმა დაამთავრა ჰოშეს ლიცეუმი სადაც გაიარა მათემატიკა, ფილოსოფია, ლათინური, ბერძნული და გერმანული. 1939 წელს ის ეხმარებოდა დიუკ ელინგტონს მისი შემდგომი კონცერტის ორგანიზებაში, რომელიც საფრანგეთში უნდა გამართულიყო. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი არ მიიღეს არმიაში მისი ცუდი ჯანმრთელობის გამო. ამის შემდგომ ის შევიდა პარიზის ცენტრალურ სკოლაში ერთ-ერთ უდიდეს ფრანგულ უნივერსტიტეტში. როდესაც ომის გამო სკოლას აგუილემში გადასვლა მოუხდა,ისიც გადავიდა აგუილემში.

  1942 წელს ვიანი და მისი ძმები უკრავდნენ ჯაზზს ორკესტრში,რომელსაც კლოდ აბადიე ხელმძღვანელობდა.ის ვიანის ერთ-ერთი ნოველის გმირიც გახდა.ამავე წელს ვიანმა დაამთავრა უნივერსიტეტი,დიპლომით მეტალურგიაში,ხოლო 1942 წელს ჩნდება ბორისის და მიშელის შვილი პატრიკი.

  1940 წელს ვიანი შეხვდა მიშელ ლეგლისს და 1941-ში ცოლად შეირთო ის.მიშელი ვიანს ასწავლიდა ინგლისურს.

კარიერა

 სწავლის დასრულების შემდგომ ვიანი და მისი ცოლი საცხოვრებლად გადადიან პარიზში. ვიანი მუშაობას იწყებს ინჟინრად სტანდარტიზაციის ფრანგულ ასოციაციაში(French Association for Standardisation), პარალელურად სწავლობდა მუსიკას და ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას. დაწერა 10 რომანი, ფრანგულად თარგმნიდა რაიმონდ ჩანდლერის თხზულებებს. უკვე 1943 წელს ის წერს მის პირველ ნოველას ”ალიაქოთი ანდენში” (Trouble dans les andains). ამავე წელს სახლში შემოპარულმა მძარცველებმა მოკლეს ვიანის მამა. 1944 წელს ვიანმა დაასრულა მუშაობა ”სკოლოპენდრზე და პლანკტონზე”(Vercoquin et le plancton). ამ ნოველის შთაგონების წყაროდ იქცა, ერთის მხრივ ”სურპრიზი წვეულებები”, ხოლო მეორეს მხრივ მისი სამსახური AFNOR-ი(რომელზეც იგი სარკაზმით წერს). მისი ეს ნამუშევარი გამოქვეყნდა 1947 წელს, სხვა ნოველებთან ერთად, რომლებზეც მუშაობა ვიანმა 1946 წელს დაასრულა. მათ შორის იყო ნოველები ” დღეების ქაფი ”(L'Écume des jours) და ”შემოდგომა პეკინში” (L'automne à Pékin).1946 წელს კი ვიანმა გაიცნო ჟან-პოლ სარტრი, სიმონ დე ბუვუა და ალბერტ კამუსი; დაიწყო გამოქვეყნება სხვადასხვა ნამუშევრების Les Temps Modernes-ში. ამავე წელს ის აქვეყნებს ნოველას ”მოვალ თქვენს საფლავებს რომ მივაფურთხო” (J'irai cracher sur vos tombes). ამის შემდგომ ვიანმა ამ ფსევდონიმითწერა შეწყვიტა, თუმცა ამავე ფსევდონიმით გამოქვეყნებული ჰქონდა რომანები: ”ყველა მიცვალებული ერთი ფერისაა ” (1947),” მოვსპოთ ყველა მახინჯი”(1948), ”ქალებს რას გაუგებ”(1950). მიუხედავად მისი აქტიური მოღვაწეობისა ლიტერატურაში, ვიანს არასოდეს დაუტოვებია სცენა. ის წერდა ჯაზზე უამრავ გაზეთსა და ჟურნალში, ამავე დროს დაიწყო დაკვრა საყვირზე Le Tabou-ში. მის აქტიურ მუშაობას სხვადასხვა სფეროში მოჰყვა მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, რის შემდგომას მიატოვა მუშაობა AFNOR-ში. ვიანმა ასევე შექმნა მისი საკუთარი გუნდი La petite chorale de Saint-Germain-des-Pieds [sic]. ვიანი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი ვინც ალჟირის ომი გააპროტესტა. პროტესტი კარგადაა გამოხატული მის სიმღერაში "Le Deserteur".

„მოვალ თქვენს საფლავებს რომ მივაფურთხო“ (J'irai cracher sur vos tombes) [რედაქტირება]

1946 წელს,მეგობრის ჟან დალუინის თხოვნით,ვიანი აქვეყნებს ნოველას”მოვალ თქვენს საფლავებს რომ მივაფურთხო” (J'irai cracher sur vos tombes).ნოველაში მოთხრობილია მულატი ბიჭის შესახებ,რომელიც შურისძიების მიზნით კლავს ორ მდიდარ თეთრკანიან ქალბატონს,რადგანაც მათ ლინჩის წესით გაასამართლეს მისი ძმა.ეს ნოველა დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ხშირად ამ ნოველით იცნობდნენ ბორის ვიანს,თითქოს მის სავიზიტო ბარათად იქცაო.თავდაპირველად ნოველა წარადგინეს როგორც თარგმანი ამერიკელი მწერლის,ვერნონ სალივანის მოთხრობისა.თუმცა არც ასეთი მწერალი და მაშასადამე არც მისი მოთხრობა არ არსებობდა.ეს ისტორია საგანგებოდ მოიფიქრეს დალუნმა და ვიანმა.წიგნმა,რომლის დაწერაზეც მხოლოდ 15(ზოგი წყაროს ცნობით 10) დღე დაიხარჯა,გამოიწვია უმრავი მითქმა-მოთქმა და გახდა 1947 წლის ერთ-ერთი ბესტსელერი.როდესაც წიგნი იპოვეს სასტუმროს ნომერში,რომელიც ეკუთვნოდა მკვლელობის მსხვერპლს,წიგნმა აღიარება ჰპოვა მათ შორისაც,რომელთა შორის წარმატება ძნელად თუ იყო წარმოსადგენი.მიუხედავად ასეთი პოპულარობისა,რომანი მალე ძალიან თამამად,ვულგარულად და პორნოგრაფიულადაც კი მონათლეს.ზნეობისათვის მებრძოლმა ორგანიზაციებმა რომანის საწინააღმდეგო მოძრაობა მოაწყვეს.წიგნის აკრძალვამდე ნოველა 100,000იანი ტირაჟით გაიყიდა,წიგნის აკრძალვის შემდეგ კი ტირაჟები დაწვეს და ვიანი 100,000 ფრანკით დააჯარიმეს.როგორც ვხედავთ ვიანი კარგად იცნობდა არა მარტო ამერიკულ ჯაზს,არამედ ამერიკულ დეტექტივებსა და მისტიკებს.ამის შემდგომ ვიანმა ამ ფსევდონიმით წერა შეწყვიტა,თუმცა ამავე ფსევდონიმით გამოქვეყნებული ჰქონდა რომანები:”ყველა მიცვალებული ერთი ფერისაა”(1947),” მოვსპოთ ყველა მახინჯი”(1948),”ქალებს რას გაუგებ”(1950).

ცნობილი გამონათქვამები [რედაქტირება]

  • ”ყვავილების მაღაზიებს არასოდეს აქვთ რკინის ფარდები, რადგან არავინ ცდილობს ყვავილის მოპარვას.”
  • ”თქვენ გრძნობთ ტყეს,ნაკადულთან და პატარა ბაჭიებთან ერთად.”
  • ”ორი რამაა ამ ქვეყნად:სიყვარული,ყველანაირი სიყვარული-მშვენიერ ქალებთან ერთად და NEW ORLEAN-ისა და DUKE ELLINGTON-ის მუსიკა.სხვა დანარჩენი უნდა გაქრეს,რადგან სიმახინჯეა.”
  • ”სამი ყველაზე დიდი მომენტი ჩემს ცხოვრებაში-1938 წლის კონცერტი ელინგტონში,’DIZZY’ 1948-ში და ’ELLA’ 1952-ში.”
  • ”პრობლემა შემდეგში მდგომარეობს:შავ მუსიკაში სულ უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით ’თეთრ ელემენტებს’.ხშირად სასიამოვნონი,მაგრამ ყოველთვის ზედმეტნი,ადვილად და სასარგებლოდ არიან ’შავი ელემენტებით’ ჩანაცვლებულნი.”
  • ”რა თქმა უნდა,შავებთან ერთად დაკვრა გამხიარულებს.”

ბიბლიოგრაფია

რომანები

  • Trouble dans les andains (1942–1943)
  • Vercoquin et le plancton (1943–1945)
  • დღეთა ქაფი (L'Écume des jours) (1946)
  • შემოდგომა პეკინში (L'automne à Pékin)
  • L'Herbe rouge (1948–1949)
  • გულსაგლეჯი (L'Arrache-coeur) (1947–1951)

ვერნონ სალივანის ნოველები

  • J'irai cracher sur vos tombes
  • Les morts ont tous la même peau
  • Et on tuera tous les affreux
  • Elles se rendent pas compte (1948–1950)

მოთხრობების კრებულები

  • Les Fourmis (1944–1947)
  • Les Lurettes fourrées (1948–1949)
  • Le Ratichon baigneur (1946–1952)
  • Le Loup-garou (1945–1953?)

პიესები

  • L'Équarrissage pour tous, play (1947)
  • Le Dernier des métiers, play (1950)
  • Tête de Méduse, comedy in one act (1951)
  • Série Blême, tragedy in three acts (1952?)
  • Le Chasseur français, vaudeville (1955)
  • Les Bâtisseurs d'Empire (1957)
  • Le Goûter des généraux (1951)

პოეზია

  • Barnum's Digest (1948)
  • Cantilènes en gelée (1949)
  • Je voudrais pas crever (1962)


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html