გიიომ აპოლინერი

გიიომ აპოლინერი

  გიიომ აპოლინერი (Guillaume Apollinaire; ნამდვილი სახელი: ვილჰელმ ალბერტ ვლადიმირ აპოლინარის დე ვაზ-კოსტროვიცკი, Wilhelm Albert Vladimir Apollinaris de Wąż-Kostrowitcki), (დ. 26 აგვისტო1880რომი ― გ. 9 ნოემბერი1918პარიზი), ფრანგი პოეტი, „მირაბოს ხიდის“ ავტორი. მისი შემოქმედება მოიცავს ასევე ნოველებსა და ეროტიკულ რომანებს. მანვე შემოიტანა კალიგრამები. აპოლინერის შემოქმედებამ გავლენა მოახდინა თითქმის ყველა ავანგარდულ მიმდინარეობაზე, მანვე დაუდო საფუძველი სიურრეალიზმს(„ტირეზიას კერტები“1917).

ცხოვრება

  აპოლინერი რომში დაიბადა. მამა შვეიცარიელი იტალიელი ოფიცერი იყო, რომელზეც ინფორმაცია მწირია, ვინაიდან ის აპოლინერის დაბადებიდან მალევე გაუჩინარდა, დედა კი, ანჟელიკ კოსტროვიცკა — პოლონელ თავადაზნაურთა გვარს ეკუთვნოდა. დედას, რომელიც თავგადასავლების მოყვარული იყო, ბავშვი ხშირად დაჰყავდა ბელგიაშიიტალიასა დამონაკოში. ამ კულტურულმა მრავალფეროვნებამ დიდი გავლენა მოახდინა მომავალ პოეტზე, რომლის შემოქმედება XX საუკუნის დასაწყისის თითქმის ყველა ტენდენციისა და მიმდინარეობის გავლენას განიცდის.

  გიიომი სწავლობს ჯერ კანის, შემდეგ ნიცას უნივერსიტეტში. 20 წლის ასაკიდან პარიზულ ბოჰემურ წრეებს სტუმრობს დამონპარნასის ხელოვანთა საზოგადოებაში მეტად პოპულარული ხდება. მის მეგობართა და თანამოაზრეთა შორის ამ პერიოდში იყვნენ პაბლო პიკასოგერტრუდ შტაინიანდრე სალმონიმარი ლორენსენიანდრე ბრეტონიჟან კოქტოერიკ სატიმარკ შაგალი და მარსელ დიუშანი.

  1907 წელს პოეტი მხატვარ მარი ლორენსენს ხვდება, რომელთანაც წინააღმდეგობებით სავსე სასიყვარულო ურთიერთობას იწყებს. 1911 წელს ის პუტოს ჯგუფში გაერთიანდა, რომელიც კუბისტური მოძრაობის განშტოებას წარმოადგენდა.

  1911 წლის 7 სექტემბერს აპოლინერი პოლიციამ დააკავა და სანტეს ციხეში დაატყვევა მონა ლიზას მოპარვის ბრალდებით, თუმცა ის ერთ კვირაში გაათავისუფლეს. ჯოკონდას სკანდალის შემდეგ აპოლინერი აღმზრდელად იწყებს მუშაობას ერთ გერმანულ ოჯახში[საჭიროებს წყაროს მითითებას]. აქ იგი გაიცნობს ინგლისელ ანი პლეიდენს, რომელთანაც მოკლე სასიყვარულო თავგადასავალი ექნება. მცირე ხანში ანი აპოლინერს მიატოვებს და ამერიკაში გაემგზავრება. ანისთან კავშირსა და განშორებას აპოლინერის პოეზიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. 1913 წელს ის აქვეყნებს „ალკოჰოლიკებს“, რაც მისი და ზოგადად იმ პერიოდის ლიტერატურის ქვაკუთხედი ხდება.

გიიომ აპოლინერიპიკასო
აპოლინერი 1914 წლის აგვისტოში ანდრე რუვირთან.

  1914 წლის აგვისტორში აპოლინერი ომში გადაწყვეტს წასვლას მოხალისედსაფრანგეთის არმიაში, თუმცა მას საფრანგეთის მოქალაქეობის არქონის გამო ჯერ უარი უთხრეს. მეორე მოთხოვნაზე ამავე წლის დეკემებრში მას უკვე დასტური მისცეს მოქალაქეობის მიღების პროცედურის დაწყების პირობით. გაწვევამდე მცირე ხნით ადრე აპოლინერი ნიცაში ხვდება ვინმე ლუიზ დე კოლინი-შატიონს, რომელსაც „ლუ“-ს უწოდებს და თავდავიწყებით შეუყვარდება. ლუ განქორწინებულია და მეტად თავისუფალ ცხოვრებას ეწევა, რასაც აპოლინერი აღტაცებაში მოჰყავს. მალე აპოლინერი ფრონტზე მიდის. მათი მიმოწერა აპოლინერის პოეზიის შთაგონების წყარო ხდება. თავის წერილებში პოეტი ომს ხოტაბს ასხამს, როგორც „მშვენიერ სანახაობას“. თუმცა ახალგაზრდა ლამაზმანს პოეტი არ უვარდა და ისინი 1915 წლის მარტში დაშორდნენ, იმ პირობით, რომ მეგობრები დარჩებოდნენ. ამავე პერიოდში ის მატარებელში მგზავრობისას მის მომავალ მეუღლეს, მადლენ პაჟეს, ხვდება. 1915 წლის მარტში ის შამპანის ფრონტზე 38-ე საველე საარტილერიო დივიზიონს უერთდება. მიუხედავად საომარი ვითარებისა, ის პოეზიისთვის დროს მაინც პოულობს და ხშირად წერს ფრონტიდან ლუს, მადლენსა და სხვა მეგობრებს.

  1915 წლის აგვისტოში გიიომი და მადლენი ქორწინდებიან. ამავე წლის ნოემბერში აპოლინერი მისივე თხოვნით 96-ე დივიზიონში გადაჰყავთ რიგითიდან მეორე ლეიტენანტის წიდებაზე. 1917 წლის 9 მარტს იგი უკვე ნატურალიზებული საფრანგეთის მოქალაქე ხდება.

  1916 წლის 17 მარტს იგი თავში დაიჭრება ტრანშეაში ლექსების კითხვისას და პარიზში დააბრუნებენ, სადაც ის 10 მაისამდე სამხედრო ლაზარეთში იმყოფება. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, აპოლინერი კვლავ უბრუნდება შემოქმედებას. 1917 წელს წერს პიესას „Les Mamelles de Tirésias“ (ქვესათაურით სიურრეალისტური დრამა), ხოლო 1918 წელს კალიგრამებს აქვეყნებს.

  გიიომ აპოლინერი 1918 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა, ესპანური გრიპისგან. იგი დაკრძალულია პარიზშიპერ ლაშეზისსასაფლაოზე. მისი საფლავის ქვა-მონუმენტი შესრულებულია პიკასოს მიერ, რომელიც დაფინანსდა მატისისა და პიკასოს ორი ნამუშევრის აუქციონზე გაყიდვით 1924 წლის 21 ივნისს. მონუმენტზე ამოტვიფრულია ერთი ორმაგი სტროფი მისი დაუსრულებელი ლექსიდან „Colline“, რომელიც მის პოეტურ შემოქმედებასა და გარდაცვალებას აკავშირებს და მწვანე და თეთრი მოზაიკის გულის ფორმის კალიგრამა, რომელიც ქმნის ფრაზას „mon cœur pareil à une flamme renversée“.

შემოქმედება

  აპოლინერი ლიტერატურის ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოეტური კრებულით ალკოჰოლები. მასში შედის სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული და სხვადასხვა ჟანრის ლექსები, რომლებსაც აერთიანებთპუნქტუაციის მოხსნა. აპოლინერის შემოქმედებაში ალკოჰოლის თემა ორმაგადაა განვითარებული: პოეტი სვამს ალკოჰოლს, როგორც თავის ცხოვრებას და სვამს თავის ცხოვრებას, როგორც ალკოჰოლს. სამყარო კონცენტრირებულია ღვინოში, ხოლო ღვინისადმი მიდრეკილება სიმბოლოა სამყაროს შეცნობისა.

  აპოლინერის ლექსების უმთავრესი თემაა თანამედროვეობა, ქალაქური ცხოვრება. ხშირია თანამედროვე ტერმინოლოგიის გამოყენება: ავტომობილები, თვითმფრინავები, ავტობუსები, ინდუსტრიული ქუჩა, აფიშები და ა. შ.

გიიომ აპოლინერიანრი ფრიკი

  მეორე დიდი თემა მოგზაურობაა. მოგზაურობა ხშირად ავტობიოგრაფიასაც უკავშირდება. სივრცეში მოგზაურობას ემატება დროში მოგზაურობა — წარსული წარმოდგენილია მითების სახით: ბიბლიაზღაპრები, ლათინური და ბერძნული მითოლოგია, აღმოსავლური, კელტური თუ გერმანული მითოლოგია. ეს ყველაფერი წარსულის მიმართ ნოსტალგიას ეგზოტიკური და იდუმალი ელფერით მოსავს. მოგზაურობა თავისუფლების სიმბოლოა და ხშირად სიხარულთან, დღესასწაულთან ასოცირდება. ამავე დროს მოგზაურობა არის საკუთარი თავის ძიების სიმბოლო.

  აპოლინერისთვის რეალობას წარმოადგენს ჩვენი წარმოდგენა სამყაროს შესახებ. ოღონდ ეს წარმოდგენა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული არაა. ჭეშმარიტი ხელოვნების როლი მდგომარეობს იმაში, რომ „განუწყვეტლივ განაახლოს ადამიანში სამყაროზე წარმოდგენები“ (ესთეტიკური მედიტაციები). ამ გაგებით აპოლინერი ხელოვანში ხედავს ზეადამიანს, რადგან მას ძალუძს თავისი ეპოქის მოდელირება.

  აპოლინერი სამწერლობო ენაზე მეტად უპირატესობას ანიჭებს სამეტყველო ენას, ექსტრალინგვისტურ რეალობას, სიმღერას. მეგობრების გადმოცემით იგი ლექსებს წერდა ღიღინით ან საუბრების დროს. ამით აიხსნება მის პოეზიაში ენის სხვადასხვა რეგისტრის მონაცვლეობა: რთული სიტყვები, ტექნიკური ტერმინები, უცხო სიტყვები და ა. შ.

  ტექნიკური ორიგინალობით გამოირჩევა აპოლინერის კალიგრამები, სადაც სიტყვები ქმნიან ერთგვარ სურათებს, პეიზაჟებს. ზოგან სიტყვები მუსიკალური ნიშნებით ან ნახატებითაცაა შეცვლილი.

        ნაწარმოებები

გიიომ აპოლინერის კალიგრამა
„პოეტის შთაგონების მუზა“, ანრი რუსო, 1909 (აპოლინერი და მარი ლორენსენი).
აპოლინერის საფლავი პერ-ლაშეზზე, პარიზი.
  • მირელი, ანუ პატარა იაფი ხვრელი, 1900 (ფესვდონიმის ქვეშ დაწერილი პორნოგრაფიული რომანი)
  • სამი ლექსი ლინდას, 1901
  • დამპალი გულთამპყრობელი, 1904 (რომანი)
  • თერთმეტი ათასი ასო ანუ ჰოსპოდარის სიყვარულები, 1906 (პორნოგრაფიული რომანი)
  • ანჩიოსების გამყიდველი, 1906 (თეატრი)
  • ახალი ფალანგი, 1909 (კრიტიკა)
  • მარკიზ სადის შემოქმედება, 1909 (კრიტიკა)
  • წლის ლექსები, 1909 (კრიტიკა)
  • დღევანდელი პოეტები, 1909 (კრიტიკა)
  • დამპალი გულთამპყრობელი, 1909 (რომანი, ანდრე დერენის გრავიურებით გაფორმებული)
  • ერეზიარკი და კომპანია, 1910 (ნოველები)
  • იტალიური თეატრი, 1910 (ილუსტრირებული ლიტერატურული ენციკლოპედია)
  • საქათმე ანუ ორფეოსის კორტეჟი, 1911 (პოეზია)
  • ახალგაზრდა დონ ჟუანის გმირობები, 1911 (ეროტიკული რომანი)
  • ისტორიის გვერდები, 1912 (ისტორიული ქრონიკა)
  • თანამედროვე მხატვრობა, 1913 (კრიტიკა)
  • კუბისტი მხატვრები, ესთეტიკური მსჯელობები, 1913 (კრიტიკა)
  • ალკოჰოლები, 1913 (ლექსების კრებული)
  • ბორჯიების რომი, 1913 (რომანი)
  • ფუტურისტული ანტიტრადიცია, 1913 (ესსე)
  • ბაბილონის დასასრული — რომანული ისტორია 1/3, 1914 (რომანი)
  • სამი დონ ჟუანი — რომანული ისტორია 2/3, 1915 (რომანი)
  • მოკლული პოეტი, 1916 (ნოველები და ზღაპრები)
  • Vitam impendere amori, 1918 (ილუსტრირებული პოეზია)
  • ოენზოლერნების თეთრი ქალი — რომანული ისტორია 3/3 (რომანი)
  • კალიგრამები, ლექსები მშვიდობასა და ომაზე 1913—1916, 1918 (პოეზია)
  • ორი ნაპირის მოხეტიალე, 1918 (ქრონიკები)
  • დროის ფერები, 1918
  • ტირეზიას კერტები, 1918 (სიურეალისტური დრამა.)
  • სიმბოლისტური პოეზია, 1919
  • მჯდარი ქალი, 1920 (რომანი)
  • არის…, 1925 (პოეზია)
  • ანეკდოტურები, 1926
  • ჩემი სიყვარულის ჩრდილი, 1947 (პოეზია)
  • წერილები დედობილს 1915—1918, 1948 (პოეზია)
  • დროის ფერი, 1949 (თეატრი)
  • საიდუმლო ლექსები მადლენს, 1949
  • რა ვქნათ, 1950 (რომანი)
  • გამოუწვეყნებელი ტექსტები, 1952
  • კაზანოვა, პაროდიული კომედია, 1952 (თეატრი)
  • ხელოვნების ქრონიკები 1902—1918, 1960 (კრიტიკა)
  • ყოველდღიურობის პატარა საოცრებები, 1979
  • ფული, 1985 (გამოუქვეყნებელი ლექსები)
  • ინტიმური დღიური (1898—1918), 1991

 

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html