გიორგი ბარათაშვილი

გიორგი ბარათაშვილი

  გიორგი ბარათაშვილი, XIX საუკუნის 50-60-იანი წლების ქართველი მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ჟურნალ "ცისკარში". 1853 წელს გამოაქვეყნა რუსულიდანთარგმნილი "მღვიმე სასაფლაოს იქით" ("ცისკარი", № 4). 1860 - "იშვიათი ამბავი" (იქვე, № 12). ბარათაშვილი გამოეხმაურა ილია ჭავჭავაძის წერილს «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან "შეშლილის" თარგმანზედა» სტატიით "წერილი რედაქტორთან" ("ცისკარი", 1861, № 5-6), რომელშიც შეეცადა გაეკრიტიკებინა ილიას შეხედულებანი "მამათა" ლიტერატურულ-ესთეტიკის პოზიციიდან ("მამებისა" და "შვილების" ბრძოლა).


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html