გიორგი მცირე

გიორგი მცირე

   გიორგი მცირეხუცესმონაზონი ( † XI საუკუნის 80-იან წლებში), ქართველი მწერალი, გიორგი მთაწმიდლის მოწაფე.

  თან ახლდა თავის მოძღვარს ანტიოქიაში, შავ მთაზე, იერუსალიმში, კონსტანტინოპოლში, ათონზე. გიორგი მთაწმიდლის ნეშტის კონსტანტინოპოლიდან ათონის მთაზე გადასვენების შემდეგ გიორგი მცირე სამუდამოდ იქ დამკვიდრდა. 1066-1068 მან გიორგი შეზენებულისა და იოანე ჭყონდიდელის დავალებით აღწერა გიორგი მთაწმიბნდელის ცხოვრება და სასულიერო-სამწერლო მოღვაწეობა. გიორგი მცირის თხზულების ენა სადა და ხატოვანია, თხრობა - შტამბეჭდავი, ზოგი პასაჟი გიორგი მთაწმინდელის "იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრების" მიბაძვით არის დაწერილი. გიორგი მცირე არ გადმოგვცემს თარიღებს, არ გვაწვდის გიორგი მთაწმინდელის თხზულებათა სრულ ნუსხას. "ცხოვრებაში" გვხვდება ზოგიერთი უზუსტობაც, მიუხედავად ამისა, გიორგი მცირის თხზულება ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშია. ავტორი ამჟღავნებს ღრმა განსწავლულობასა და დახვეწილ ლიტერატურულ გემოვნებას. ძეგლში საყურადღებო ცნობებიაბაგრატ IV-ის მეფობისა და საქართველო-ბიზანტიის მაშინდელ ურთიერთობათა შესახებ. ხელნაწერი დაცულია ათონის ივერთა მონასტრის კრებულში (1074), გამოსცა მ. საბინინმა (კრებული "საქართველოს სამოთხე", 1882). ლათინურად თარგმნა პ. პეეტერსმა (1923).


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html