გიორგი პაპაშვილი

გიორგი პაპაშვილი

   გიორგი პაპაშვილი (დ. 23 აგვისტო1898, კობიაანთკარი − გ. 29 მარტი1978, კემბრია, კალიფორნია) - ქართველი მწერალი და მოქანდაკე. 1920 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აშშ-ში. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად მის წიგნს „Anything Can Happen“ (გამოქვეყნდა 1945 წელს, ხოლო ქართულად თბილისში1965 წელს), რომელიც იქცა ბესტსელერად და რომლის 1,5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა მთელს მსოფლიოში. იგივე ნაწარმოები ჰოლივუდის მიერ კინოდ ქცეული გახდა 1952 წელს, ჯუზი ფერერისა და კიმ ჰანტერის მონაწილეობით. პაპაშვილი მოხვედრილია აშშ-ში მე-20 საუკუნის ამერიკული მწერლობისა და ხელოვნების ანთოლოგიებში.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html