გურამ გეგეშიძე

გურამ გეგეშიძე

ბიოგრაფია

  გურამ შალვას ძე გეგეშიძე (დ. 21 ივლისი1934) — ქართველი მწერალი.

  გურამ გეგეშიძე დაიბადა 1934 წლის 21 ივლისს, ქ. თბილისში, ექიმის ოჯახში. დაამთავრა თბილისის პირველი ვაჟთა სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1957 წელს და მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები 1962 წელს.

  წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე–პრეზიდენტი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

  ბეჭდვა დაიწყო 1957 წელს განახლებულ ჟურნალ „ცისკარში“ გურამ რჩეულიშვილთან ერთად. პირველი მოთხრობა „სანამ ერთად ვართ“ დაწერა 1957 წელს, რომელიც ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა. პირველი წიგნი „მზეა, თბილა“ 1965 წელს დაწერა. ეს პუბლიკაციები იყო პირველი ნაბიჯი მაშინ გაბატონებული, ეგრეთ წოდებული, სოციალისტური რეალობის მარწუხებიდან ქართული პროზის თავდაღწევისა, რამაც დასაბამი მისცა სალიტერატურო ასპარეზზე ახალი თაობის შესანიშნავი ქართველი მწერლების გამოჩენას.

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი ( ქალ-ვაჟი), ექვსი შვილიშვილი.

გამოქვეყნებული წიგნები

  • „მზეა, თბილა“ (1965),
  • „სიშორე“ (1967),
  • „შურისძიება“ (1968),
  • „მოთხრობები“ (1971),
  • „აპრილი“ (1985),
  • „ჟამი“ (1989);
  • „ცოდვილი“ (1968),
  • „სტუმარი“ (1976, 2010),
  • „ხმა მღაღადებლისა“ (1982, 1985, 1991),
  • „სისხლის წვიმები“ (1993),
  • „ნაცრის კოშკი“ (2001),
  • რომანების ტომი სათაურით „ორი რომანი“ (1978),
  • თხზულებათა „ერთტომეული“ (1987),
  • დევნილი და სხვა მოთხრობები (2009),
  • პუბლიცისტურ-კრიტიკულ თხზულებათა კრებული „სიტყვები“ (1990).

ეს წიგნები დაბეჭდილია გამომცემლობა „მერანის“ და „საბჭოთა საქართველოს“ მიერ. მისი ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე.

ფილმოგრაფია

  • „კაშხალი მთაში“, სცენარის ავტორი, 1979 წ.
  • „დიდი მწვანე ველი“, როლი: მთავარი გეოლოგი, 1967 წ.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html