გურამ თიკანაძე

 გურამ თიკანაძე - (დ. 12 სექტემბერი, 1932, გ. 1963) - ქართველი ფოტოგრაფი და ალპინისტი. ტრაგიკულად დაიღუპა 30 წლის ასაკში შხარადან დაშვების დროს.

ბიოგრაფია

 ფოტოგრაფიას ხელი მოჰკიდა მეშვიდე კლასიდან პიონერთა სასახლეში ცნობილი ფოტოგრაფების ნიკო საღარაძისა და სერგო ახვლედიანის ხელმძღვანელობით. უნივერსიტეტში გაიტაცა ალპინიზმმა. 1959 წელს დაიწყო მუშაობა ჟურნალ “დროშის” ფოტოკორესპონდენტად. 1962 წელს გახდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფოტოსექციის თავმჯდომარე. თავის შემოქმედებაში ათავსებდა პუბლიცისტურობას პოეტურ აზროვნებასთან. იბეჭდებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში. მონაწილეობდა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში.

საინტერესო ფაქტები

 თიკანაძის დაღუპვას ლექსი მიუძღვნა მურმან ლებანიძემ, მის საპატივცემულოდ თიკანაძის სახელი ეწოდა ერთ-ერთ მწვერვალს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. მეგობრობდა ასევე ტრაგიკულად ნადრევ ასაკში დაღუპულ ცნობილ ქართველ მწერალთან, გურამ რჩეულიშვილთან.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html