დავით შემოქმედელი

დავით შემოქმედელი

  დავით შემოქმედელი (* ნამდვილი სახელი და გვარი დავით ივანეს ძე ტაკიძე 8 აპრილი ,1953, სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონისაქართველო), ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი.

ბიოგრაფია

  2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის(სტუ) სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

პროფესიული გამოცდილება

  • 1975-1985 წლებში მუშაობდა საპროექტო ბიუროში ინჟინრად.
  • 1985-1988 წლებში იყო კულტურის სასახლის დირექტორი.
  • 1988-1990 წლებში აირჩიეს ოზურგეთის რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარედ.
  • სხვადასხვა წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
  • იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი.
  • განახლებულ გაზეთ “ივერიის” თანარედაქტორი.
  • სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ამავე საზოგადოების ლიტერატურულ და მეცნიერულ ურთიერთობათა ხელმძღვანელი.
  • საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. ახალგაზრდა მწერალთა სექციის თავმჯდომარე. მწერალთა კავშირის მთავარი ლიტერატურული კონსულტანტი.
  • ჟურნალ ”ლიტერატურა და ხელოვნების”რედაქტორი.
  • გამომცემლობა ”ეროვნული მწერლობის”რედაქტორი.

დავით აღმაშენებლის, გალაკტიონ ტაბიძის, ნიკო ლორთქიფანიძისა და ივანე მაჩაბლის პრემიების ლაურეატი.

 

გამოცემული წიგნები

  • ”სიმაღლე”/1981წ/.
  • ”დუმილის ხმა”/1985წ/.
  • “ჩემი წილი ცა”/1986წ/.
  • “გახუნებული პეიზაჟები”/1990წ/
  • “ტაძართან”/1990წ/. ერთტომეული
  • “რას ტვიფრავ სულზე”/1997წ/.
  • “ჩემს სამშობლოში მე ემიგრანტი”/2000წ/.
  • “სიტყვებს მიღმა”/2006წ/. ერთტომეული
  • "რატომ ტირიან ჩიტები ზამთარში?" წიგნი I /2009წ/ პროზა, წერილები


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html