დიმიტრი (დემეტრე) ორბელიანი

დიმიტრი (დემეტრე) ორბელიანი

  დიმიტრი (დემეტრე) ვახტანგის ძე ორბელიანი (დ. XVII საუკუნის 80-იანი წლები, სოფ. ტანძია, ახლანდელი ბოლნისის რაიონი ― გ. 6 თებერვალი1739მოსკოვი), ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი. სულხან-საბა ორბელიანისძმა. ქართლის სამეფოს სახლთუხუცესი1724 რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI-ს, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 1739-იდან, ჩარიცხეს ქართველ ჰუსართა ასეულში პროპორშჩიკის ჩინით. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო რუსეთში. ლექსნარევ პროზაულ თხზულებაში "ცოლთან მიწერილი ალერსი გაყრისათვის" ორბელიანი გამოთქვამდა მტანჯველ სევდას სამშობლო ქვეყნისა და მუეღლის მოშორების გამო.

  სულხან-საბა ორბელიანისადმი მიძღვნილ ლექსებში ავტორმა აღნიშნა ძმის დამსახურება სამშობლოს წინაშე, მან გალექსა სახარების ეპიზოდები, შემოიღო ანბანთწების ახალი ნუმუშები და სხვა.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html