დიმიტრი ავალიანი

დიმიტრი ავალიანი (რუს. Дми́трий Евге́ньевич Авалиа́ни) (დ. 6 აგვისტო, 1938 - გ. 19 დეკემბერი, 2003), რუსი პოეტი და პალინდრომისტი

ითვლება თანამედროვე რუსული პალინდრომის ფუძემდებლად. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის რუსული ვიზუალური პოეზიის განვითარებაში. მან გამოიგინა და სრულყოფილებამდე აიყვანა თავისებური პოეტური ფორმა, ლისტოვერტენი (რუს: листовертень). ეს არის, როგორც წესი, მცირე ზომის ტექსტი (ჩვეულებრივ, ერთი ან რამდენიმე სიტყვა), რომელიც 90 ან 180 გრადუსით შემობრუნებისას იკითხება როგორც სხვა ტექსტი, ზოგ შემთხვევაში კი იგივენაერად, ან ორი წაკითხვის ფორმა ერთიანობაში ქმნის რითმას. დიმიტრი ავალიანმა ასევე განავითარა პანტორითმა და ანაგრამა. დაინტერესებული იყო რითმებისა და ლექსწყობის განსაკუთრებით რთული სახეებით.

დიმიტრი ავალიანი ტრაგიკულად დაიღუპა 2003 წელს.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html