დიმიტრი მაჩხანელი

დიმიტრი მაჩხანელი

  დიმიტრი მაჩხანელი (ნამდვილი გვარი ნადირაძე) (დ. 11 იანვარი1861, სოფ. ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი ― გ. 16 ნოემბერი1903, იქვე), ქართველი მწერალი, პუბლიცისტი.

ბიოგრაფია

  იყო მოსკოვის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. ლექსების პირველი კრებული "ახალი სიზმარი" 1880 გამოსცა, მეორე - "სიყვარულის კონა" - 1881. მაჩხანელის მოთხრობები, პიესები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში ("ივერია", "მოამბე", "აკაკის კრებული", "ჯეჯილი" და სხვ.). 1887 ცალკე წიგნად გამოქვეყნდა მაჩხანელის "ძმური სიტყვა", რომელიც პუბლიცისტური ფელეტონების სახით იბეჭდებოდა "ივერიაში". მაჩხანელი განიცდიდა ხალხოსნების გავლენას. ძირითადი ფსევდონიმის გარდა წერდა "თერგდალეულის", "მთადიდელის", "ლახვარიძის" ფსევდონიმით. მაჩხანელის ზოგიერთი ლექსი ("ჩემ საყვარელ სამშობლოს", "ვედრება", "ტურფავ მოდი, ნუ ხარ მტრულად") სიმღერად იქცა (მუსიკა ნ. სულხანიშვილისა).


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html