ევროპა — ქვეყნის ნაწილი, აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. მათ შორის საზღვრის ხაზის თაობაზე იხილეთ სტატია: ევროპა-აზიის საზღვარი.
გეოგრაფია
ევროპის ფართობი დაახლოებით 10 მლნ კმ2-ია, მათ შორის კუნძულები შეადგენენ 730 ათას კმ2-ს. ევროპას გარს აკრავს ატლანტის და ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანეები და მათი ზღვები. ევროპის სანაპირო ხაზი ერთობ დანაწევრებულია, ნახევარკუნძულების (კოლის, სკანდინავიის, პირენეის, აპენინის, ბალკანეთის) წილად მოდის ევროპის ფართობის. მიუხედავად არცთუ ისე დიდი ფართობისა,ევროპა ბუნების მნიშვნელოვანი თავისებურებებითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.მრავალფეროვანია არა მარტო ბუნება,არაბედ მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა,სამეურნეო საქმიანობა,მეურნეობის განვითარების ისტორია და მისი დონე,პოლიტიკური რუკა და სხვ. მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული 31 ქვეყნიდან 24 ევროპაშია,მათ შორის 4 დიდი "შვიდეულიდან". იგი საერთაშორისო ტურიზმის მთავარი რეგიონია,მასთან ყველაზე ძლიერ შეცვლილი ველური ბუნებით. ევროპა მსოლიო ცივილიზაციის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კერაა. მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიის ყველაზე ცნობილი 100 პიროვნებიდან, 71 ევროპელია. აქედან გადიოდა უძველესი სავაჭრო გზები. ახალი ქვეყნების აღმოჩენის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილი ევროპას ეკუთვნის .
- რელიეფი საშუალო სიმაღლე 300 მ-ია, მაქსიმალური — 4808 მ (მთა მონბლანი). ჭარბობს დაბლობები, რომელთა შორის აღსანიშნავია — აღმოსავლეთ ევროპის, შუაევროპის, შუადუნაის, ქვემო დუნაის, პარიზის ბასეინი), მთებს უკავია ტერიტორიის 17%. ძირითადი მთიანი მასივებია: ალპები, კარპატები, პირენეები, აპენინები, ურალის მთები, სკანდინავიის მთები, ბალკანეთის მთები. მოქმედი ვულკანებია ისლანდიაში და ხმელთაშუა სანაპირო ზოლში.
- შიგა წყლები ევროპის უდიდესი მდინარეებია: ვოლგა, დნეპრი, დონი, დუნაი, ვისლა, პეჩორა, ჩრდილოეთი დვინა, ოდრა, ელბა, რაინი, ლუარა, რონა, ტახო. დიდი ტბებია: ლადოგის, ონეგის, ჩუდის, ვენერნი, ბალატონი, ჟენევის და სხვა.
- ბუნებრივი ზონები. არქტიკის კუნძულებსა და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებზე მდებარეობს არქტიკული უდაბნოები და ტუნდრები, მის სამხრეთით — ტყეტუნდრები, შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები, სტეპები, სუბტროპიკული ტყეები ხმელთაშუაზღვისპირეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთში — ნახევარუდაბნოები.
ბუნება [რედაქტირება]
მიუხედავათ ტერიტორიის სიმცირისა, ევროპის ლანდშაფტები მნიშვნელოვანი მრავალფეროვნებით ხასიათდება. სკანდინავიისა და პირინეეს ნახ. კუნძულები, ბრიტანეთის კუნძულების დიდი ნაწილი და კონტინენტის აღმოსავლეთი წარმოდგენილია ძველი მთებით. სამხრეთში ვრცელდება ალპური მთათა სისტემები. აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში გვხვდება დაბლობები, ვაკეები და საშუალო სიმაღლის მთები. კონტინენტი მდიდარია, როგორც ენერგეტიკული, ასევე ლითონური და არალითონური სახის სასარგებლო წიაღისეულით. კლიმატის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანია ატლანტის ოკეანის გავლენა. ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე ვრცელდება ზომიერი კლიმატი. დასავლეთით ჭარბობს ოკეანური, ხოლო აღმოსავლეთით - კონტინენტური პირობები. ჩრდილოეთში მკაცრი არქტიკული და სუბარქტიკული, სამხრეთში კი ხმელთაშუაზღვიური კლიმატია. ევროპა მდიდარია ჰიდრორესურსებით. ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე ვრცელდება ტყეების ზონა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილიც ათვისებულია. ევროპის ზოგიერთი რაიონი სერიზოული ეკოლოგიური პრობლემის წინაშეა.
გეოგრაფიული რეგიონები [რედაქტირება]
ტრადიციისამებრ, ევროპას ყოფენ 5 რეგიონად:
ეს დაყოფა საკმაოდ პირობითია, მით უმეტეს, რომ აქ წმინდა გეოგრაფიულის გარდა გათვალისწინებულია პოლიტიკური ფაქტორებიც. ზოგიერთი ქვეყანა გარკვეული ”თვალსაზრისის” გამო შეიძლება მიკუთვნებული იყოს სხვადასხვა რეგიონს. მაგალითად, სსრ კავშირის არსებობის დროს, ევროპის დაყოფა აღმოსავლეთად და დასავლეთად უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე გეოგრაფიული. პირველ მათგანს მიაკუთვნებდნენ ე.წ. ”სახალხო დემოკრატიის” ქვეყნებს: გდრ, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, იუგოსლავია. ამჟამად ევროპის გეოგრაფიული ცენტრი უკრაინაშია, შესაბამისად ზემოხსენებული ქვეყნები ცენტრალურ ევროპაში მდებარეობენ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპა ახალი ქვეყნებით შეივსო. ესენი არიან: რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები.
მოსახლეობა [რედაქტირება]
2003 წლის სტატისტიკური მონაცემებით ევროპის მოსახლეობა, რუსეთის გამოკლებით, 800 მლნ-ს შეადგენს. აქ ცხოვრობს 6 ენობრივი ოჯახის 209 ენაზე მოლაპარაკე ხალხი. ევროპას და ევროპელებს ისტორიულად და კულტურად უდიდესი გავლენა ჰქონდათ მსოფლიო ცივილიზაციის ფორმირების პროცესზე.
- ქვეყნები. ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნებია (2004 წლის შეფასებით, რუსეთისა და თურქეთის გაუთვალისწინებლად): გერმანია — 82 მლნ, საფრანგეთი — 64.5 მლნ, გაერთიანებული სამეფო — 60.5 მლნ, იტალია — 59.5 მლნ, უკრაინა — 48 მლნ, პოლონეთი — 39 მლნ.
- ქალაქები. ევროპის უდიდესი ქალაქებია: მოსკოვი — 13,6 მლნ, ლონდონი — 11,8 მლნ, პარიზი — 11,6 მლნ, სტამბოლი- 10,9 მლნ, მადრიდი — 5,6 მლნ, სანკტ-პეტერბურგი 5,6 მლნ, ბერლინი — 4,2 მლნ.
- ეთნოსები. ეთნიკურ ჯგუფებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია: გერმანელები — 90 მლნ, იტალიელები — 66 მლნ, ფრანგები — 48 მლნ, ინგლისელები — 48 მლნ, უკრაინელები — 46 მლნ, პოლონელები — 44 მლნ.
- რელიგია. ევროპის ტერიტორიაზე 4 მთავარი რელიგიური მიმდინარეობაა გავრცელებული. მათგან 23 ქვეყანაში კათოლიკური უმრავლესობაა (საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, სამხრეთი გერმანია, პოლონეთი, ავსტრია, ...), 10 ქვეყანაში — მართლმადიდებლური (რუსეთი, საბერძნეთი, უკრაინა, რუმინეთი, სერბეთი, ბულგარეთი, საქართველო), 9 ქვეყანაში — პროტესტანტული (გაერთიანებული სამეფო, სკანდინავიის ქვეყნები, ჩრდილოეთი გერმანია, ...), ხოლო 5 ქვეყანაში მუსულმანური მოსახლეობა ჭარბობს (აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, თურქეთი, კოსოვო).