ეკატერინე გაბაშვილი

ეკატერინე გაბაშვილი

  ეკატერინე გაბაშვილი (ქალიშვილობაში — თარხნიშვილი), ეკატერინე რევაზის ასული (დ. 16 ივნისი1851გორი — გ. 7 აგვისტო1938, სოფ. ახალქალაქი,კასპის მუნიციპალიტეტი, დაკრძალულია თბილისში), ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ფავრის კერძო პანსიონი თბილისში (1868). პირველი ნაწარმოები „გლეხკაცების აზრი სასოფლო შკოლაზედ“ გამოაქვეყნა 1870 წელს „დროებაში“. ეკატერინე გაბაშვილი ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრები — პატარა მოთხრობა, ნოველა, მინიატიურა, სურათი. მისი ლიტერატურული შეხედულებები რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების და ქართველი „სამოციანელების“, განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძის იდეური ზემოქმედებით ჩამოყალიბდა.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html