ვაფენ-სს

 

„ვაფენ-სს“ (გერმ. Waffen-SS) იყო „სს“-ის სამხედრო ფრთა. იგი პოლიტიკური ვითარების შესაბამისად და მანამდე არსებული „სს“-ის სპეცრაზმების გაერთიანებით წარმოიშვა. თავდაპირველად ორგანიზაციის სახელი იყო „სს-ის სარეზერვო რაზმი“. სახელწოდება „ვაფენ-სს“ პირველად 1939—1940 წლის ზამთარში იხმარეს. ომის მომდევნო წლებში „ვაფენ-სს“ „სს“-ის რაიხსფიურერის ჰაინრიხ ჰიმლერის ერთგვარ „ელიტარულ არმიად“ გადაიქცა და გერმანიის შეიარაღებულ ფორმირებათა იერარქიულ კიბეზე ყველაზე მაღალი ადგილი ეკავა. „ვაფენ-სს“-მა თავი გამოიჩინა ბევრ ბრძოლაში, რის გამოც 1943 წლიდან საუკეთესო და თანამედროვე იარაღით აღიჭურვა.
„ვაფენ-სს“ იყო გერმანიის მთავრი დამრტყმელი ძალა ორივე ფრონტზე. ვეფენ სს-ის ზოგიერთი რაზმი დაუნდობლად ექცეოდა ტყვეებს და მშვიდობიან მოსახლეობას.
დივიზიები და ბრიგადები
მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა ვაფენ სს-ის 38 დივიზია და 20-მდე ცალკეული ბრიგადა.
ყველაზე ცნობილი დივიზიები იყვნენ:
  • სს-ის 1-ლი სატანკო დივიზია "სს-ის ლაიბშტანდარტი ადოლფ ჰიტლერი"
  • სს-ის 2-ე სატანკო დივიზია "დას რაიჰი"
  • სს-ის 3-ე სატანკო დივიზია "ტოტენკოფი"
  • სს-ის 5-ე სატანკო დივიზია "ვიკინგი"
  • სს-ის მე-7 მოხალისეთა სამთო დივიზია "პრინცი ოიგენი"
  • სს-ის მე-9 სატანკო დივიზია "ჰოჰენშტაუფენი"
  • სს-ის მე-12 სატანკო დივიზია "ჰიტლერიუგენდი" და ა.შ.
1944 წლის ბოლოს ვაფენ სს-ში შეიქმნა ქართული სს-ის ჯგუფი 400 ოფიცრის და ჯარისკაცის შემადგენლობით, რომლებსაც მეთაურობდა შტანდარტენფიურერი ფრიდონ წულუკიძე. ქვედანაყოფი ომის ბოლოს დისლოცირებული იყო იტალიის ჩრდილოეთში.

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html