ვახტანგ ბარათაშვილი

ვახტანგ ბარათაშვილი

  ვახტანგ ბესარიონის ძე ბარათაშვილი (დ. 18 აპრილი1917ქუთაისი, — გ. 12 ივლისი2006), ქართველი მეზღვაური, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, მწერალი და ჟურნალისტი.

  დაამთავრა ლენინგრადის საზღვაო-საინჟინრო ინსტიტუტი (1941). წლების მანძილზე იყო კაპიტანი, ექსპედიციების უფროსი, ფლაგმან-კაპიტანი. ბარათაშვილმა მრავალგზის გადაიყვანა გემების ქარავანი ურთულეს პირობებში ბალტიის ზღვიდან ვლადივოსტოკსა და კუბაში. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. ავტორია საბავშვო მოთხრობების, ნოველების, რომანისა „ჰავაის ბულბული“, აგრეთვე ტექნიკური წიგნებისა და საზღვაო ტერმინოლოგიისა.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html