ზაქარია გაბაშვილი

ზაქარია გაბაშვილი

ბიოგრაფია

  ზაქარია გაბაშვილი (დ. დაახლოებით 1705 ― გ. დაახლოებით 1780), ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი. მამა ბესიკ გაბაშვილისა.

  გაბაშვილი ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის კარის მოძღვარი იყო. იგი, როგორც ქართული ეკლესიის ორთოდოქსული ფრთის მეთაური, დაუპირისპირდა კათოლიკოს ანტონ I-ს. კონფლიქტის საბაბად იქცა ანტონის მისწრაფება კათოლიკობისადმი. საეკლესიო კრებამ (1755) გაბაშვილის თაოსნობით ანტონი თანამდებობიდან გადააყენა და 1756 იგი რუსეთში გააძევეს. თეიმურაზ II-ის გარდაცვალების (1762) შემდეგ გაბაშვილის გავლენა სამეფო კარზე დაეცა. ერეკლე II-მ ანტონი საქართველოს ეკლესიის მეთაურად აღადგინა (1764). გაბაშვილმა გააჩაღა ბრძოლა ანტონ I-ისა და ერეკლე II-ის წინააღმდეგ, რის გამოც იგი დააპატიმრეს. საეკლესიო კრებამ გაბაშვილი სარწმუნოების "გამრყვნელად" გამოაცხადა, შეაჩვენა და მღვდლობიდან განკვეთა. გაბაშვილი პატიმრობიდან გაიპარა და1767 ჩავიდა ყიზლარში1768-1770 გაბაშვილი იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტერბურგში. აქ ის ბრალს სდებდა ანტონ I-ს სარწმუნოების ღალატში, მაგრამ სინოდმა მას მხარი არ დაუჭირა. იმედგაცრუებული გაბაშვილი 1771 იმერეთში დაბრუნდა. მალე გაბაშვილის მთელმა ოჯახმა თავი მოიყარა სოლომონ I-ის კარზე. გაბაშვილი ცხოვრობდა ქუთაისსა და გელათში.

  გაბაშვილი განათლებული და ძველი ქართული მწერლობაში განსწავლული პიროვნება იყო. მას ეკუთვნის პოეტური თხზულება - ვახტანგ VI-ის ძის, გიორგი ბატონიშვილის შესხმა "ლექსი ეტლზე, რომელ არიან ზოდიაქნი ბურჯნი" და სხვა. არსებობს მოსაზრება, რომ მასვე ეკუთვნის სატირული პოემა "კატისა და თაგვების ომი". გაბაშვილი 1750-1751 მიუწვევიათ ერეკლე II-ის სტამბაში, სადაც მან ლიტერატურულად გამართა "კონდაკის" ტექსტი. გაბაშვილი იყო გელათის კალიგრაფიული სკოლის ფუძემდებელი.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html