ზურაბ კანდელაკი

ზურაბ კანდელაკი

  ზურაბ კონსტანტინეს ძე კანდელაკი (დ. 25 თებერვალი1941თბილისისაქართველო), – ქართველი რეჟისორი, მწერალი, დრამატურგი.

ბიოგრაფია

ზურაბ კანდელაკი დაიბადა 1941 წლის 25 თებერვალს, თბილისში.

დედა: თამარ კანდელაკი. მამა: კონსტანტინე კანდელაკი. მეუღლე: ზეინაბ გზირიშვილი (1944). შვილი: კონსტანტინე (1966).

1958 წელს დაამთავრა თბილისის 29-ე საშუალო სკოლა.

1965 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო სოხუმის დრამატულ თეატრში, დამდგმელ რეჟისორად.

1967 წლიდან მუშაობს საქართველოს რადიოში, ჯერ რეჟისორად, შემდეგ კი, 1973 წლიდან მთავარ რეჟისორად.

პარალელურად დგამდა სპექტაკლებს საქართველოს სხვადასხვა თეატრებში და ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

1990-92 წლებში იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი.

ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოთეატრის მთავარი რეჟისორია.

რადიოში განხორციელებული აქვს ოთხასამდე რადიოსპექტაკლი.

სხვადასხვა დროს დადგმული აქვს რადიოსპექტაკლები ბუდაპეშტში, ტალინში, ვარშავაში, მოსკოვში, მინსკში.

1995 წელს, გერმანიაში, ქალაქ ბონის ენისა და ლიტერატურის სახლში მოეწყო "ბევრი რამ ხდება, ჰორაციო..." განხილვა. იმავე წელს, ცნობილ გერმანელ მწერლებთან და რადიოს მოღვაწეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბონის უნივერსიტეტში, რადიოთეატრის პრობლემების შესახებ გამართულ დისკუსიაში. იყო რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრი (მოსკოვი, ბერლინი, ხორვატია).

ზურაბ კანდელაკის პროზაული ნაწარმოებები პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ "ცისკარში". გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული "უფალო, გამიყვანე დერეფნის ბოლოს". მისი მხატვრული ნაწარმოებები და პუბლიცისტური წერილები იბეჭდება ქართულ პრესაში ("მნათობი", "ჩვენი მწერლობა", "ომეგა", "ახალი ქართული გაზეთი", "ლიტერატურული პალიტრა" და სხვა.

ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებამ გამოსცა მის მიერ შედგენილი რადიოპიესების ორი კრებული.

რადიოდადგმები

საკუთარი რადიოპიესების დადგმები

  • „ბევრი რამ ხდება, ჰორაციო“
  • „უფალო გამიყვანე დერეფნის ბოლოს“
  • „რეპეტიცია“
  • „კურდღლები“
  • „გამარჯობა სენიორ პირანდელო“
  • „დონ ჟუანის დევნა და აღსასრული“
  • „დაუმთავრებელი პიესა“
  • „გაუმარჯოს საპონს“
  • „მელოდრამის ჩვეულებრივი ხიბლი“
  • „საბრალო, საბრალო ჰამლეტი...“
  • „კალეიდოსკოპი, ანუ გამოცდის წინ“

თეატრალური დადგმები

  • გიორგი მდივანის „შენი ძია მიშა“, სოხუმის თეატრი, სადიპლომო სპექტაკლი – 1965 წ.
  • ოთარ ჩხეიძის „ძველი რომანსები“ ანზორ ქუთათელაძესთან ერთად, სოხუმის თეატრი – 1966 წ.
  • ჯონ პატრიკის „უცნაური მისის სევიჯი“, სოხუმის თეატრი – 1967 წ.
  • ედიშერ ყიფიანის „ცაში ასროლილი ქუდები“, მესხეთის თეატრი – 1973 წ.
  • ედიშერ ყიფიანის „ცაში ასროლილი ქუდები“, გორის თეატრი – 1975 წ.
  • ნოდარ დუმბაძის „დიდრო“, მეტეხის თეატრი – 1975 წ.
  • გურამ დოჩანაშვილის „კაცი რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა“ – 1975 წ.
  • თამაზ ჭილაძის „დავიწყებული ამბავი“, ჭიათურის თეატრი – 1980წ .

სატელევიზიო სპექტაკლები

  • "გამარჯობა, ჩვენო მამებო"
  • "ეს არ უნდა მომხდარიყო"
  • "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"
  • "ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება"
  • "დავიწყებული ამბავი"
  • "ენერგიული ადამიანები"

საზღვარგარეთ დადგმული პიესები და მინიჭებული პრემიები

  • ზურაბ კანდელაკის რადიოპიესამ "ბევრი რამ ხდება, ჰორაციო..." მოიპოვა მთავარი პრიზი პირველ საკავშირო რადიოფესტივალზე, 1990 წ.
  • 1994 წელს მისმა რადიოპიესამ "რეპეტიცია", დაიმსახურა "გრან-პრი", რადიოდადგმების საერთაშორისო ფესტივალზე. ეს პიესა იმავე წელს დაიდგა სლოვენიაში, 1995 წელს გერმანიაში (WDR), 1997 წელს კი, თავის მსმენელებს გააცნო "დოიჩლანდ რადიომ".
  • 1996 წელს "რეპეტიცია" და "კურდღლები" დაიდგა სლოვაკეთში.
  • 2002 წელს "დაუმთავრებელი პიესა", დაიდგა იუგოსლავიაში.
  • 1998 წელს, "გამარჯობა, სენიორ პირანდელო", შევიდა PRIX EUROPA-ს საუკეთესო რადიოპიესების ათეულში და იმავე წელს განხორციელდა ისლანდიაში.
  • 2002 წელს PRIX EUROPA-ს საუკეთესო რადიოპიესების ათეულში "მელოდრამის ჩვეულებრივი ხიბლი".
  • 2003 წელს საკუთარი რადიოპიესა "მელოდრამის ჩვეულებრივი ხიბლი" თვითონვე დადგა პოლონეთში.
  • 2005 წელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი რადიოსპექტაკლი "კიდევ ერთხელ სიყვარულზე, ანუ ჩაო, ჩაო" აღინიშნა PRIX EUROPA- ს ჟიურის სპეციალური პრიზით SPECIAL COMMENDATION – Radio Drama: "Love once again, or chao, chao" (Kidev ertkhel sikvarulis shesakheb, anu chao, chao)Georgia, Sakartvelos Teleradiomautskebloba / TV and Radio Broadcasting of Georgia, Natia Khoshtaria (production)by Nodar Dunbadze (author), Zurab Kandelaki (director), George Tsagareishvili (sound).
  • რადიოსპექტაკლი "გამარჯობა, სენიორ პირანდელო" აღინიშნა გამომცემლობა "ლომისის" პრემიით.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html