ზურაბ გიორგის ძე სამადაშვილი (დ. 29 იანვარი, 1955, თბილისი), (* თბილისი, საქართველო), ქართველი მწერალი და დრამატურგი.
ბიოგრაფია
ზურაბ სამადაშვილი დაიბადა თბილისში, 1955 წლის 29 იანვარს.
1972 წელს დაამთავრა თბილისის 51–ე სკოლა და იმავდროულად მუსიკალური სასწავლებელი, ხოლო 1977 წელს – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, ინჟინერ–ტექნოლოგის სპეციალობით.
მისი ლექსები: "აღმოვჩნდი, ერთხელ..."; "მთელი სამყარო..."; "ვიკითხე..." – პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "მნათობის" 1985 წლის მერვე ნომერში.
ზურაბ სამადაშვილი 2010 წელს იყო გალა (ლიტერატურული პრემია) ჟიურის წევრი.
წიგნები
- "ორის ნახევარი" (ლექსები), რედაქტორი – დათო ახობაძე, თბ. მერანი, 1990
- "წრე" (მოთხრობები), რედაქტორი – ლია შარვაშიძე, თბ. მერანი, 1993
- "სველი აგური" (რომანი), თბ. საარი, 1997
- "შეშლილი სახლი" (თრილერი), თბ. "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 1998, 127 გვერდი
- "ხმაურიანი დღეები" (რომანი), სერია – "ქალაქური პროზა", რედაქტორი დათო აბულაძე, თბ. "საარი", 1999
- "აქსიომა" (ლექსები), თბ. მერანი, 2006
თეატრი [რედაქტირება]
- "კარს იქით", სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია, 1990
- "წრე", სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრი, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია, 1992