ზურაბ ქარუმიძე

ზურაბ ქარუმიძე

  ზურაბ ქარუმიძე (დ. 1957) - ქართველი მწერალი. პრესტიჟული ლიტერატურული პრემია საბას ლაურეატი. 2006 წელს ქარუმიძემ ინგლისურ ენაზე დაწერა რომანი "Dagny or a Love Feast", რითაც იგი პირველი ქართულენოვანი მწერალი გახდა, რომელმაც უცხოურ ენაზე რომანი დაწერა.

ბიოგრაფია და კარიერა

  ქარუმიძე სწავლობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1984 წელს, მან დაიცვა დისერტაცია თემაზე - "მახვილგონიერება და პატივმოყვარეობა ჯონ დონის პოეზიაში." წლების განმავლობაში, ქარუმიძე მუშაობდა XX საუკუნის ლიტერატურის კვლევის ცენტრში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1994-5 წლებში კი იგი იყო ფულბრაითის მოწვეული მკვლევარი, უისკონსინ-მილვოქის უნივერსიტეტში, სადაც იგი პოსტმოდერნულ ამერიკულ მეტაპროზას სწავლობდა. ქარუმიძის ორი მოთხრობა (რომელებიც ავტორმა თავად თარგმნაინგლისურად) გამოქვეყნდა ამერიკაშიClockwatch Review-ში (Clockwatch Review, Bloomington, IL, 1996). ქარუმიძე რედაქტორობდა საქართველოში გაცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს:საქართველო/კავკასიის პროფილი (1995-2000) და კავკასიის კონტექსტი (2002-05). ჯეიმს ვერჩთან ერთად, ზურაბ ქარუმიძე იყო თანა-რედაქტორი წიგნისა - კმარა:ვარდების რევოლუცია საქართველოს რესპუბლიკაში (Nova Science Publishers, ნიუ-იორკი, 2005). ქარუმიძე წერს ესეებს კულტურასა, კოლექტიურ მახსოვრობასა და ეროვნული ნარატივების შესახებ. ქარუმიძის ბოლო წიგნი - ჯაზის ცხოვრება 2009 წელს გამოვიდა და 2010 წელს მიენიჭა პრესტიჟული პრემია "საბა," ნომინაციაში "წლის საუკეთესო კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა."

ნაწარმოებები

  • (1988) ოპერა, მოთხრობათა კრებული
  • (2000) ღვინომუქი ზღვა, რომანი
  • (2003) თხა და გიგო, რომანი
  • (2006) Dagny or a Love Feast, რომანი ინგლისურ ენაზე
  • (2009) ჯაზის ცხოვრება, დოკუმენტური პროზა

 

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html