თამაზ ჩხენკელი

თამაზ ჩხენკელი

  თამაზ ვასილის ძე ჩხენკელი (დ. 26 ნოემბერი1927 – გ. 9 ნოემბერი2010) — ქართველი პოეტი, მწერალი, ლიტერატორი. ინდური და ჩინური პოეზიის მთარგმნელი.

ბიოგრაფია

თამაზ ჩხენკელი დაიბადა თბილისში, 1927 წლის 26 ნოემბერს.

მშობლები: თამარ ასლანიშვილი, ვასილ ჩხენკელი.

მეუღლე: ლილი გოგუა (1934).

შვილები: გვანცა (1958), ნათია (1971).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი (1952).

მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში (1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე). დაიცვა საკანდიდატო დოსერტაცია თემაზე: "პიროვნების გარდაქმნის მითოსური საფუძველი ვაჟა–ფშაველსა პოემებში" (1972).

გამოქვენებული აქვს მრავალი ნაშრომი ასომთავრული ანბანის შექმნის, მისი გრაფიკული დ რიცხვული სტრუქტურის შესახებ.

მწერლის ერთ–ერთი საუკეთესო თარგმანად რაბინდრანათ თაგორის "გიტანჯალი" ითვლება, ისევე როგორც ბო ძიუ–ი–ს ლირიკა. წლების განმავლობაში მუშაობდა ქართული ანბანის კვლევაზე. [1]. მას ეკუთვნის ცნობილი მონოგრაფიები და ლიტერატურული წერილები, რომელთა შორის მონოგრაფია "ტრაგიკული ნიღბები" ქართული მწერლობის კრიტიკაზე შექმნილი საუკეთესო წიგნია.

თამაზ ჩხენკელი 2002 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. იგი ასევე იყო ივანე მაჩაბელის პრემიის ლაურეატი.

გარდაიცვალა 2010 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, 83 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ნათარგმნი და წიგნებად გამოცემული ნაშრომები [რედაქტირება]

  • ბო ძიუ-ი "ლექსები" (1956).
  • რაბინდრანათ თაგორი "გიტანჯალი" (1960).
  • "აღმოსავლური ლირიკა" (1966).
  • "ბენგალია" (1970).
  • "ბჰაგავატგიტა" (1963).
  • დანტე ალიგიერი "ახალი ცხოვრება" (1966).
  • ჰომეროსი "ოდისეა" (1975).
  • "ინდური საგალობლები", "ახალი ინდოეთის მოაზროვნეები" (1978).
  • "აღმოსავლური ლირიკა", ჰომეროსის "ოდისეა" (ზურაბ კიკნაძესთან ერთად, 1975).
  • "მზებუდობა" (1980).
  • "მარიოტა" (1986).
  • "მწვანე ბივრიტი" (2002).


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html