თეოფილე ხუცესმონაზონი

თეოფილე ხუცესმონაზონი

  თეოფილე ხუცესმონაზონი, XI საუკუნის II ნახევრის და XIII საუკუნის დამდეგს ქართველი მწერალი, მთარგმნელი.

  მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლში, ღვთისშობლის მონასტერში. თავის მოძღვრად და მასწავლებლად თვლიდა გიორგი მთაწმიდელს. ლიტერატურული მოღვაწეობა დაუწყია მეფე გიორგი II-ისდავალებით არაუადრეს 1073 წელს. მარიამ დედოფლისეული "ქართლის ცხოვრების" მინაწერის თანახმად, 1114 იგი ეფრემ მცირესთანარსენ იყალთოელთან და იოანე ტარიჭისძესთან ერთად ჩამოსულა საქართველოში.

  თეოფილე ხუცესმონაზონს მეტად ნაყოფიერად უმოღვაწია სასულიერო მწერლობის მრავალ დარგში. მას დიდი წვლილი მიუძღვის მეტაფრასული მწერლობის განვითარებაში. თარგმნა მეტაფრასული ხასიათის ჰაგიოგრაფიული და ჰომილეტიკური თხზულებანი, მ.შ. აღსანიშნავია სვიმეონ მეტაფრასტის საკითხავები (სექტემბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეთა), აგრეთვე ეპიფანე კვიპრელის, ანასტასი სინელის, კირილე ალექსანდრიელის, იოანე ოქროპირის თხზულებანი. მასვე ეკუთვნის თეოდორიტე კვირელისა და ეპიფანე კვიპრელის დოგმატიკური თხზულებათა ტარგმანები. ეგზეტიკურ თხზულებათაგან მისი თარგმნილია იოანე ოქროპირისეული კომენტარები ძველი აღქმის წიგნებისა. თეოფილე ხუცესმონაზონის მთარგნელობით მოღვაწეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურის ურთიერთობის ისტორიისათვის. ზოგი მისი ნათარგმნი თხზულების ბერძნულ დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია, მ.შ. უნდა აღინიშნოს თეოდორიტე კვირელის "აღსარება მართლისა სარწმუნოებისა" და ილარიონ ქართველის "ცხოვრების" მეტაფრასული რედაქცია.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html