იაკობ მანსვეტაშვილი

იაკობ მანსვეტაშვილი

  იაკობ მანსვეტაშვილი (დ. 1855 — გ. 1939) — ქართველი ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე.1886-1890 იყო გაზეთ „ივერიას“ თანამშრომელი. წერდა ფელეტონებს, კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს, პატარა მოთხრობებს. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მდივანი.

  იაკობ მანსვეტაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1974 წლის 22 იანვარს (შემოსულობათა წიგნი # 417). იაკობ მანსვეტაშვილის ფონდი 37 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) შემოქმედებითი.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html