ინდოჩინეთის მეორე ომი

ინდოჩინეთის მეორე ომი

ინდოჩინეთის მეორე ომი, ვიეტნამის ომი ეწოდება ომს, რომელსაც მოხდა 1964-1975 წლებში ინდოჩინეთში: ერთის მხრივ სახმელეთო ომი სამხრეთ ვიეტნამსა და სასაზღვრო რეგიონებში, კამბოჯასა და ლაოსში და მეორეს მხრივ ჩრდილოეთ ვიეტნამის დაბომბვა (ოპერაცია როლინგ სანდერი).

კონფლიქტს ვიეტნამში ამერიკის ომი ეწოდება. სინამდვილეში ამერიკის ინტერვენცია ვიეტნამში იყო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის მწვერვალი, რომელიც 1945-1946 წლებში საფრანგეთის კოლონიალური ჯარების ქვეყანაში დარჩენამ გამოიწვია.

ერთ მხარეზე იბრძოდა აშშ-ის, სამხრეთი ვიეტნამის, ავსტრალიისა და სამხრეთი კორეის სამხედრო კავშირი; მეორეზე კი — ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ფრონტი (დასავლეთის ქვეყნებში ცნობილი, როგორც ვიეტკონგი), რომელიც სამხრეთ ვიეტნამის კომუნისტურ გერილია-ორგანიაციას წარმოადგენდა. სსრკ და ჩინეთი ჩრდილოეთ ვიეტნამს სამხედრო დახმარებას აწვდიდნენ, თუმცა კონფლიქტში ღიად არ ერეოდნენ.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html