იონა გედევანიშვილი

იონა გედევანიშვილი

ბიოგრაფია

იონა გედევანიშვილი (ერისკაცობაში - ივანე) (დ. 1737 ― გ. 1821), ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მოგზაური და მწერალი.

 

  1756 რუსეთში გაჰყვა თავის მასწავლებელს ანტონ I-ს. რუსეთიდან დაბრუნებულმა ანტონმა მცხეთის ჯვრის არქიმანდრიტად აკურთხა. 1785-იდან რუისის მიტროპოლიტი იყო. რაღაც დანაშაულისათვის ერეკლე II-ის განჩინებით საეკლესიო კრებამ ეპარქია ჩამოართვა და იძულებით გააწესა დავითგარეჯის უდაბნოში. გედევანიშვილი იმერეთში გაიპარა. მაგრამ არ შეიწყნარეს დათბილისში დააბრუნეს. აქედან ის ახალციხეს გაიქცა, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და შემოიარა აღმოსავლეთის ქვეყნები. აღმოსავლეთის ეკლესიათა პატრიარქებს მისთვის მღვდელმთავრის ხარისხი აღუდგინეს. გედევანიშვილმა იმოგზაურა ევროპაში, ერთხანს მოლდავეთში იყო, სადაც პოტიომკინის კარზე დიპლომატიური მისიით ჩასულ ქართველ მოღვაწეებს შეხვდა. გედევანიშვილი აქტიურად ჩაება რუსეთის კულტურულ ცხოვრებაში, იყო სასულიერო წიგნების გამომცემელი საზოგადოების წევრი. ეკატერინე II-მ რუსეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის დიდი პენსია დაუნიშნა. 1792-იდან ცხოვრობდა კიევში1795-დან მოსკოვში, იქვე გარდაიცვალა.

  თავისი მოგზაურობა (1805-1810) გედევანიშვილმა აღწერა თხზულებაში "მიმოსულა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა". ნაწარმოებში აღწერილია კონსტანტინოპოლი, ათონის ივერთა მონასტერიიერუსალიმიალექსანდრიასინის მთავენაპოლონეთის, მოლდავეთისა და რუსეთის ქალაქები, ხალხთა ზნე-ჩვეულებები, ვაჭრობა-მრეწველობა და სხვა. მეცნიერული თვალთახედვისა და ერუდიციის წყალობით გედევანიშვილისნაშრომს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოგზაურული ჟანრის თხზულებათა შორის.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html