იოტუნები

 იოტუნები (Jötun) - სკანდინავიურ მითოლოგიაში გიგანტები გრიმტურსენების (იმირის შვილები) ოჯახიდან. იოტუნები ცხოვრობდნენ იოტუნჰეიმში, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ძალით და სიდიდით და იყვნენ ასთა მოწინააღმდეგები და ხალხის მტრები. იოტუნების მეორე სახელია : გრიმტურსენები. ისინი განასახიერებდნენ სტიქიურ ძალებს. მათი ნაწილი ცხოვრობდა ქვის მთებში, ითვლებოდა რომ გრიმტურსენებს ქვის თავი და გული აქვთ. იოტუნების გარდა, ლეგენდებში მოხსენიებულნი არიან სხვა ტურსები (გიგანტები)

გიგანტ-იოტუნთა სია

  • ანგრბოდა - გიგანტი ქალი, რომელმაც ლოკე|ლოკესგან სამი ურჩხული დაბადა : იორმუნგანდი - ზღვის დიდი გველი,

ფენრირი - მგელი-გიგანტი და ცისფერ-თეთრი სიკვდილი - ჰელი.

  • ბაუგი - გილინიგის შვილი, გუტუნის უმცროსი ძმა. ბაუგი ოდინს დაეხმარა "პოეტური თაფლის" მოპოვებაში.
  • ბილეისტი - ლოკეს ძმა.
  • ბილინგი - რინდის მამა.
  • ვაფტრუნდირი - გიგანტი, რომელმაც ოდინს სიბრძნეში შეეჯიბრა.
  • გერდი - ფრეირის ცოლი.
  • გილინგი - გიგანტი, რომელიც მოკლული იქნა "პოეტური თაფლის" გამო ფიალიარის და გალიარის მიერ.
  • გიმირი - გიგანტი, რომელიც ტორი|ტორთან ერთად გაემგზავრა გველ იორმუნგანდის "დასაჭერად".
  • გიროკინი - გიგანტი ქალი, რომელმაც ასებს დაეხმარა ბალდრას გასასვენებელი გემის ზღვაზე გაშვებაში.
  • გრიდი - ქალი-გიგანტი. მან ოდინს ვაჟი, ვიდარი , გაუჩინა. ეხმარებოდა ტორს.
  • ლოკე - იოტუნი ცეცხლის ღვთაება. იგი მოუხმობს რაგნაროკს და სამყაროს დასასრულს.
  • მანი - მთვარის ღმერთი - ვარსკვლავების მმართველი.
  • მიმირი - იგდრასილის ფესვებთან არსებული სიბრძნის წყაროს ბრმა დარაჯი.
  • მოდგუდი - ქალი-გიგანტი, ჰელის მოსამსახურე.
  • მოკურკალფი - გრუნგნირუს დასახმარებლად გიგანტების მიერ თიხისგან შექმნილი მთაკაცი. იგი ტორის დამხმარემ, ტიალფიმ, მოკლა.
  • მუნდილფორი - მანის და სოლის მამა. სიამაყის გამო დაისაჯა ასების მიერ.
  • ნარფი - ნოჩის(Nótt) მამა.
  • რანი - ეგირის ცოლი. მეუღლეს ჩაძირული ხალხის გვამების შეგროვებაში ეხმარება.
  • რინდი - ვალის დედა.
  • სკიმირი - გოლიათი, რომელიც ტორის შეხვდა უტგარში მოგზაურობის დროს.
  • სნიორი - გიგანტი. თოვლის მოსვლის მახარობელი.
  • სოლი(სული, სუნა) - მზე, თვე მანის და.
  • ტოკი - ქალი-გიგანტი. ლოკემ ტოკის გარეგნობა მიიღო, რათა არ დაეშვა ბალდარის მკვდართა სამეფოდან დაბრუნება.
  • ტრიმი - ტრიმმა ტორის ურო მოიპარა.
  • ფარბაუტი - ლოკეს მამა.
  • ფაილიარი - გიგანტი, რომელიც რაგნაროკის დასაწყისს გამოაცხადებს.
  • ჰელი - გარდაცვლილთა სამეფოს ქალღმერთი, ლოკეს შვილი.
  • ხროდი - გიმირის მეუღლე.
  • ხრესვლეგრი(Hraesvelgr) - ქარის მბრძანებელი.
  • ეგირი(Agir) - ზღვის გიგანტი, ზღვათა მფლობელი, ასების მეგობარი.
  • ელი - ქალი-გიგანტი. ტორს აიძულა მუხლის მოდრეკა მათი შერკინების დროს.
  • იარნსაკსა - ტორის საყვარელი. ტორის ვაჟის, მაგნის, დედა.

google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html