ირაკლი ლომოური

ირაკლი ლომოური

   ირაკლი ლომოური (დ. 12 აპრილი, 1959, თბილისისაქართველო) – ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1959 წლის 12 აპრილს. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანის ისტორიის სპეციალობით.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

პირველი მოთხრობა „შემთხვევა“ გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათში“ 1982 წელს.

ირაკლი ლომოურის შემოქმედება ერთი ფრაზით ასეც შეიძლება დახასიათდეს: აბსურდული მისტიფიკაციები ცხოვრებისეული აბსურდების მიხედვით...

გამოცდილება

  მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილებაში.

  1989–1991 წლებში – გაზეთების "საქართველო" და "თავისუფალი საქართველო" რედაქციებში.

  1992–1996 წლებში იყო საპატრიარქოს ბიბლიოთეკის გამგე და იმავდროულად სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

  სხვადასხვა დროს ასწავლიდა ისტორიასა და რელიგიის ისტორიას თბილისის სკოლებში, ასევე კითხულობდა ლექციებს აკადემიასა და სემინარიაში.

  იყო ჟურნალ "დილას" დამატების პასუხისმგებელი რედაქტორი.

  გამოცემული აქვს გაზეთ "საოჯახო საკითხავის" ერთადერთი ნომერი 1995 წელს.

წიგნები

  • "შემთხვევა" (მოთხრობები, ზღაპრები, პიესები) – რედ.: როსტომ ჩხეიძე ; ნახატი გარეკანზე ჯემალ ლოლუასი; თბ.: ლომისი, 2000. - 196გვ.
  • "ექსლიბრისი" (მოთხრობები) – რედ.: როსტომ ჩხეიძე; მხატვ.: კარლო ფაჩულია; თბ.: ლომისი, 2003. - 380 გვ. - ISBN 99928-30-45-X
  • "სიტყვაკაზმული კაქტუსი" (მოთხრობები) – რედ.: როსტომ ჩხეიძე ; მხატვ.: კარლო ფაჩულია. - თბ., 2005, - 254 გვ.
  • "მკვლელობა სექსოლოგიურ ცენტრში" (დეტექტური რომანი)– რედ. რუსუდან დარჩიაშვილი. - თბ.: პალიტრა L, 2007 (შპს "ფავორიტი"), 368 გვ. - ISBN 978-99940-53-52-0
  • "ქალაქ ტფილისის მარკა, ანუ მკვლელობა ოჯახურ წრეში" (დეტექტური რომანი) – რედ. რუსუდან დარჩიაშვილი. - თბ.: პალიტრა L, 2008 (შპს "ფავორიტი"), 296 გვ. - ISBN 978-99940-53-82-7
  • "33 სახალისო რითმოცანა", (ლექსები ბავშვებისათვის) – მხატვ. ნინო აფციაური; თბ.: პალიტრა L, 2009 (შპს "ფავორიტი"), 32 გვ. - ISBN 978-99940-42-32-6
  • "პარალელური საქართველოს ქრონიკები" (ნოველა. მოთხრობები) – თბ. გამომცემლობა "გუმბათი–2007", 2011, გვ. 184 - ISBN 978–9941–0–1896–1

ქათულად თარგმნა

  • "რაინდები და ციხე-კოშკები" ავტორი: ფილიპ დიქსონი – რედ. ლაკლამ მაკლაინი ; ქართ. გამოც. რედაქცია: მთარგმნ. ირაკლი ლომოური ; რედ. ეკატერინე სუმბათაშვილი. - თბ. : პალიტრა L, 2010. - 64 გვ. – ISBN 978-99940-42-84-5
  • "ცხოველები", ავტორი: კარენ მაკგი, ჯორჯ მაკეი – ქართ. რედაქცია: მთარგმნ.: ნინო ბელთაძე, ირაკლი ლომოური; რედ.: ნინო ბელთაძე, ლია შერვაშიძე. - თბ. : პალიტრა L, 2009. - 256 გვ. – ISBN 978-99940-42-71-5
  • "მოკლე მოთხრობები", ავტორი: ო'ჰენრი; ინგლ. თარგმნა, წინასიტყვ., კომენტარები და შენიშვნ. დაურთო ირაკლი ლომოურმა; რედ. კახაბერ თოდუა; მხატვ. გიორგი დოლიძე - თბ. : პალიტრა L, 2009 (შპს "კოლორი"). - 367 გვ. – ISBN 978-99940-42-52-4
  • "ნათლია", ავტორი: მარიო პიუზო – ინგლისურიდან თარგმნა ირაკლი ლომოურმა; რედ.: ლია შარვაშიძე. - თბ.: ანბანი, 2007 (შპს "ფავორიტი"). - 654გვ. - ISBN 978-999-40-24-03-2

თეატრებში დაიდგა

  • "რა ურჩევნია მამულსა?" – გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი, რეჟისორი ალექსი ჯაყელი – 1987 წ.
  • "ნეტარ არიან" (თანაავტორი ალექსი ჯაყელი) – მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრი, რეჟისორი ალექსი ჯაყელი – 1989 წ.

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html