ირაკლი ჯავახაძე

ირაკლი ჯავახაძე

  ირაკლი ვახტანგის ძე ჯავახაძე (დ. 3 მაისი, 1968, თბილისისაქართველო), ქართველიმწერალი.

ბიოგრაფია

  დაიბადა თბილისში 1968 წლის 3 მაისს. მშობლები: დედა - ნანა ღრუბელაშვილი (1941), მამა - ვახტანგ ჯავახაძე (1932). უცოლო. შვილი - მარიამი (1988).

  1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

  ირაკლი ჯავახაძის პირველი მოთხრობები: "დუელი", "თედორე", "შენ", "ჩვენს მაღაზიაში" დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკრის" 1990 წლის მეხუთე ნომერში.

  1999 წელს საქართველოს რადიოში ირაკლი ჯავახაძის მოთხრობის მიხედვით რეჟისორმალევან ლორთქიფანიძემ განახორციელა რადიოსპექტაკლი "შავი სიის კავალრები"; ამავე ნაწარმოების მიხედვით რეჟიოსრმა ნუგზარ ლორთქიფანიძემ 2002 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დადგა სპექტაკლი.

  ქართულად თარგმნილი აქვს სერგეი დოვლატოვისჩარლზ ბუკოვსკის და კვენტინ ტარანტინოს ნაწარმოებები.

  როგორც ჟიურის წევრი, მონაწილეობდა ლიტერატურული კონკურსების: "გალას" (2007) და"საბას" (2010) ჟიურიში.

  ირაკლი ჯავახაძის ჰობი ავტომობილის მართვა და მოგზაურობაა.

გამოცდილება

  • 1990 - 1993 გაზეთი "მამული”, კორესპონდედნტი;
  • 1993 - 1994 გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი”, მთავარი რედაქტორის მოადგილე;
  • 1996 - 2000 "დილის გაზეთი”, განყოფილების რედაქტორი;
  • 2000 - 2004 გაზეთი "ახალი ეპოქა”, განყოფილების რედაქტორი;
  • 2005 ლიტერატურულ გაზეთ "პარნასის” მთავარი რედაქტორი;
  • 2009 - ... "ლიტერატურული გაზეთი", მთავარი რედაქტორი.

წიგნები

  • 1997 "პირველი”, გამომცემლობა "საქართვერლო";
  • 1997 "შავი სიის კავალერები", გამომცემლობა "საარი";
  • 1998 "ალაბამა, ალაბამა, ალაბამა..." , გამომცემლობა "საარი" 
  • 1999 "კავალერები”, გამომცემლობა "საარი"
  • 2002 "ობლიგაცია", გამომცემლობა "საარი"
  • 2010 "სამი ძველი მოთხრობა", გამომცემლობა "ინტელექტი"

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html