ირან-ერაყის ომი

  სპარსეთის ყურის პირველი ომი ეწოდება სასაზღვრო ომს ირანსა და ერაყს შორის, რომელიც დაიწყო 1980 წლის 22 სექტემბერს და გრძელდებოდა 1988 წლის 20 აგვისტომდე. ამ ომს "ირან-ერაყის ომსაც" უწოდებენ. ომი უშედეგოდ და ორივე მებრძოლი მხრისათვის უამრავი ადამიანის სიცოცხლის და უზარმაზარი ეკონომიური ზარალის ფასად დამთავრდა.

 

ომისწინა მდგომარეობა

  1975 წლის მარტში ალჟირის ხელშეკრულების თანახმად ირანსა და ერაყს შორის საზღვარი შატ-ელ-არაბის შუაგულში გადიოდა. სწორედ ეს გახდა ომის მიზეზი. ერაყის სახელმწიფოს მეთაურს სადამ ჰუსეინის მიზანი იყო "ალჟირის ხელშეკრულების" გაუქმება და სურდა შატ-ელ-არაბზე მთლიანი კონტროლის დამყარება, ვინაიდან ეს მდინარე ერაყის ნავთობის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების მთავარ ძარღვს წარმოადგენდა. გარდა ამისა ერაყი და სპარსეთის ყურის სხვა არაბული ქვეყნები 1979 წელს ირანში შაჰის ჩამოგდების და იქ აიათოლათა რეჟიმის დამყარების შემდეგ რეგიონში შიიტური ისლამის გავრცელების საფრთხეს ხედავდნენ.

  სადამ ჰუსეინმა დამპყობლური ომი დამოაცხადა, რომელიც პირველ რიგში მიზნად ისახავდა ირანის პროვინციის ხუზისტანის ხელში ჩაგდებას. მას რეგიონის სხვა არაბული ქვეყნების დახმარების დიდი იმედი ჰქონდა. გარდა ამისა ერაყს დიპლომატიურ, სამხედრო და ეკონომიუკურ დახმარებას უწევდა სსრკ. ქუვეითი და საუდის არაბეთი რომლებმაც ერაყს უზარმაზარი ფინანსური კრედიტები მისცეს.

ომის დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ ევროპამ (უპირველეს ყოვლისა საფრანგეთმა) და აშშ-მა ერაყის მხარე დაიჭირეს და ამარაგებდენ სადამ ჰუსეინს იარაღით, მომწამლავი გაზით, სადაზვერვო ინფორმაციებით და ეკონომიური მატერიალით. 1986 წლიდან აშშ-ის მთავრობა (პრეზიდენტი რონალდ რეიგანი) ერაყს საიდუმლოდ იარაღითაც ამარაგებდა (იხილე "ირანგეიტი").

ომის მსვლელობა

  ომის პირველსავე დღეს 1981 წლის 7 ივნისს ისრაელის ორმა ფ-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა იმ დროს მშენებლობის პროცესში მყოფი ერაყული ატომური რეაქტორი "ოსირაკი". დაბომბვას ემსხვერპლა იქ მომუშავე ერთი პრანფი ტექნიკოსი. ისრაელის მთავრობის განმარტებით თავდასხმა მიზნად ისახავდა ხელი შეეშალა ერაყისათვის ატომური ბომბის წარმოების საქმეში. ისინი "ოსირაკში" არა ატომურ ელექტროსადგურს ხედავდნენ, არამედ ბაზას ატომური იარაღის წარმოებისათვის.

1984 წელს სპარსეთის ყურეში დაიწყო ე.წ. ტანკერული ომი, რომელმაც მწვერვალს 1987 წელს მიაღწია და ამ ხნის განმავლობაში ამ ომს 500-მდე ტანკერი ემსხვერპლა. 1985 წელს ერაყმა დაიწყო ე.წ. "საქალაქო ომი". რაც მიზნად ისახავდა ირანის ქალაქების რაკეტებითა და არტილერიის საშუალებით სიტემატიურ დაბომბვას. ამ ოოპერაციას 100.000-ით ირანელი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

  ომი ერაყის მხრიდან ექსტრემალური სისატიკით გამოირჩეოდა. 1984 წელს სადამ ჰუსეინი არ მორიდებია ქიმიური იარაღის (ტაბუნი,იპრიტი) გამოყენებასაც. ეს იარაღი მან შემდგომში საკუთარი მოსახლეობის (ქურთები) წინააღმდეგაც გამოიყენა. ქიმიურ იარაღს სადამ ჰუსეინი ამზადებდა გერმანიიდან შემოტანილი, თითქოს და პესტიციდების მოპოვებისათვის საჭირო დანადგარებით. ირანი ამ დროს საერთაშორისო სარბიელზე ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა, ამიტომაც ერაყის ამ სისატიკეს მსოფლიოში ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქციები არ მოჰყოლია.

  ომი ტაქტიკურად პირველ მსოფლიო ომს მიაგავდა. ანუ ადგილი ჰქონდა ორივე მხრიდან ქვეითთა დიდ დანაკარგიან ტალღისებურ შეტევებს და პოზიციურ ომს. 1982 წლის ივნისში ირანმა განახორციელა წარმატებული შეტევა, რითაც დაიბრუნა მანამდე დაკარგული ტერიტორიები. ამ გამარჯვებით დამფრთხალმა ერაყმა საზავო მოლაპარაკებები დაიწყო, მაგრამ ირანი სადამის რეჟიმის შეცვლას მოითხოვდა და შედეგი ომის კიდევ 6 წლით გაგრძელება იყო.

  დასავლეთის ქვეყნები სპარსეთის ყურეს თავიანთი საზღვაო ძალებით იცავდნენ. 1987 წლის 17 მაისს ერაყიდან გასროლილი რაკეტა მოხვდა ამერიკულ ფრაგატა "უსს სტარკს" და 37 მეზღვაურის სიცოცხლე იმსხვერპლა. 1988 წლის 3 ივლისს ამერიკულმა კრეისერმა "უსს ვინსენესმა" შეცდომით ცეცხლი გაუხსნა ირანულ სამგზავრო თვითმფრინავს, რომელიც მათ სამხედრო თვითმფრინავად მიიღეს. შედეგად თვითმფრინავი ჩამოვარდა და ყველა 290-ვე მგზავრი დაიღუპა.

შედეგი

სადამ ჰუსეინის მიერ გამოყენებული ქიმიურ იარაღს უამრავი ირანელი და ქურთი შეეწირა
სადამ ჰუსეინის მიერ გაზით მოწამვლითი შეტევა ჰალაბიაზე

ომის შედეგები ორივე მეომარი მხარისათვის დამღუპველი იყო. სავარაუდოდ ომს 1.000.000 ადამიანი ემსხვერპლა და ნავთობის ექსპორტის შეჩერებამ ორივე ქვეყნის ეკონომიკა ძლიერ დააზარალა. ერაყი არაბული ქვეყნები ვალში ჩაეფლო, რაც მიზეზი იყო 1990 წელს დაწყებული თავდასხმისა ქუვეითზე. საზღვრები ხელუხლებელი დარჩა. ირანი შატ-ელ-არაბის მარჯვენა ნახევარს აკონტროლებდა. სტატუს ქვო სადამ ჰუსეინმა 1991 წელს, მეორე ომში დამარცხების შემდეგ ოფიციალურად აღიარა.

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html