კობა ცხაკაია

კობა ცხაკაია

  კობა ლევანის ძე ცხაკაია (დ. 30 მარტი, 1964, თბილისი) – ქართველი კინორეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი.

ბიოგრაფია

  კობა ცხაკაია (Koba Tskhakaia / Коба Цхакая) დაიბადა 1964 წლის 30 მარტს.

  მშობლები: დედა – გულიკო ჯიშკარიანი, მამა – ლევან ცხაკაია.

  მეუღლე: ქეთევან ცხაკაია (მხატვარი). შვილები: გიორგი, ლევანი.

  1995 წლიდან არის კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი რეჟისორი. ასევე არის თაეტრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

  კობა ცხაკაიას პიესები და მოთხრობები იბეჭდება 1997 წლიდან.

განათლება

  • 1984-1988 – საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი. კინოსა და თეატრის მსახიობის დიპლომი. (ანზორ ქუთათელაძის, თამაზ მესხისა და რუსუდან ფარემუზაშვილის სახელოსნო).
  • 1987-1990 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კინოდრამატურგიის ფაკულტეტი. დრამატურგის დიპლომი. (ვოვა სიხარულიძის და გოგი გვახარიას სახელოსნო).
  • 1990 -1995 – გერასიმოვის სახელობის საერთაშორისო კინო ინსტიტუტი . მხატვრული კინოსა და ტელევიზიის რეჟისორის დიპლომა (ვლადიმერ ნაუმოვის სახელოსნო).
  • 1995 – ხელოვნების მაგისტრის დიპლომი. (მოსკოვი)
  • 1996-1997 – ვენის (ავსტრია) უნივერსიტეტი. ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.

პროფესიული მოღვაწეობა

  • 1986-90 - რუსთავის სახელმწიფო თეატრი. მსახიობი.
  • 1991-93 - "მოსფილმი". რეჟ. ასისტენტი, ვ. ვ. ნაუმოვის ფილმებზე.
  • 1993 - "კრიმინალური რუსეთი" თანაცენარისტი და თანარეჟისორი(ბინების საბჭოთა-გასტროლიორი ქურდები) HTV.
  • 1995-2005 - სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ინსტიტუტი, რეჟისურის ფაკულტეტი, სარეჟისორო სახელოსნოს ხელმძღვანელი.
  • 1997–98 - ქვემო ქართლის სატელევიზიოკომპანიის კოორდინატორი.
  • 2001 - "წითელი სტრეპტოციდი" (რეჟისორი ვასილი ჩიგინსკი) – ითამაშა ერთ–ერთი როლი.

წიგნები

რეჟისორული ნამუშევრები

  • "ანარეკლი", 10 წთ. დოკ–კ/ფ. კინოსტუდია "ქართული ფილმი" და VGIK მოსკოვი – 1992
  • "პილიგრიმი", 56 წთ. კ/ფ. კინოსტუდია "ქართული ფილმი", შემოქმედებითი გაერთიანება "მუზა" და VGIK მოსკოვი – 1993
  • "თამადა, ანუ სამყარო სუფრის გარშემო", 26 წთ. დოკ–ტ/ფ. "IMA –ფილმ" საფრანგეთი – 1994
  • "მეომარნი ქრისტესანი", 18 წთ. ტ/ფ. დოკ–ტ/ფ. VGIK მოსკოვი – 1995
  • "შატალო" (საბავშვო ტელესერიალი), 13 სერია. ტ/ფ. ქვემო ქართლის სატელევიზიო კომპანია – 1997
  • "საშობაო ზღაპარი" მხატვრული ვიდეო-ფილმი, 26 წუთი. ქვემო ქართლის სატელევიზიო კომპანია და TV-4 თბილისი – 1999
  • "წვრილვარსკვლავთა ღამე", 45 სერია. (სცენარის თანაავტორები: ალექსანდრე (დათო) ქოქრაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ანდრო ენუქიძე, იოსებ მჭედლიშვილი და თანარეჟისორი: ანდრო ენუქიძე. 1 არხი - 1999-2000
  • "ოპერები" (ტელესერიალი), 3 სერია. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის თანაავტორი - 2002
  • "პროვინციული ჩანახატები" (დოკუმენტური ვიდეო-ფილმების ციკლი), 12 ფილმი, რეჟისორი და სცენარის ავტორი. (ტელეკომპანია "მზე") - 2003
  • „ლექსად თქმული ქადაგებები" (დოკუმენტური) – 2009


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html