ლადო ავალიანი

ლადო ავალიანი

ბიოგრაფია

ვლადიმერ (ლადო) შალვას ძე ავალიანი (დ. 15 მაისი1913ზესტაფონი — გ. 1998), ქართველი მწერალი.

   1940 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. პირველი მოთხრობა ("დადაშ ხვიბლან") გამოაქვეყნა 1935 წელს, ნოველათა პირველი კრებული "ლაჰილ პირველი" - 1940 წელს. 1947-1967 წლებში გამოიცა მისი ნოველების ხუთი კრებული. მწერლის თხზულებათა თემატიკა ეხება ძველი და ახალი სვანეთის ყოფას ("მუხის ჭია", "ლაჰილ პირველი", "დალის დალალები"), სამამულო ომის დღეებს ("დედის იმედი", "სიდუ"), ქართული მწერლობისა და ხელოვნების მოღვაწეთა ცხოვრებას ("ყარიბი მგოსანი", "სულოაგას ქუდი") და სხვა. ავალიანის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია "ახალი ჰორიზონტი" (1952-1969), პირველი ქართული რომანი, რომელშიც ასახულია მაღაროელთა ცხოვრება.

ავალიანის ნოველები და რომანი თარგმნილია რუსულად, რამდენიმე ნოველა - ჩეხურად, ხოლო "სულოაგას ქუდი" - ინგლისურად.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html