დაიბადა ცნობილი ქართველი პუბლიცისტის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის პართენ გოთუას (1870-1937) ოჯახში. 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი. ლიტერატურული მოღვაწეობა 1941 წლიდან დაიწყო. გოთუას ჟანრული თვალსაზრისით მრავალფეროვან შემოქმედებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიული რომანი "გმირთა ვარამი" (1958-1962). მასში ასახულია საქართველოს ყოფა XVI-XVII საუკუნეებში, როცა დაიწყო ფეოდალური სახელმწიფოს კრიზისი და დღის წესრიგში დადგა ახალი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. რომანში, რომელიც ინტერნაციონალური სულისკვეთებითაა გამსჭვალული, ნაჩვენებია ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, უსაზღვრო პატრიოტიზმი, გლეხობის ცხოვრება, მისი როლი ქვეყნის ისტორიაში. ისტორიული რომანი "მითრიდატე" (1971, წგნ. I), რომელიც მწერალს დაუმთავრებელი დარჩა, ეხება ქართველური ტომების ბრძოლას გაერთიანებისათვის I საუკუნეში. ისტორიულ თემაზეა შექმნილი გოთუას მოთხრობები"კრწანისის სევდა" (1944), "ხანძთის ზარი" (1945), "უგზო ქარავანი" (1945) და სხვა. მასვე ეკუთვნის თანამედროვეობისადმი მიძღვნილი თხზულებანი: რომანი "ლეკვი ლომის" (1963), მოთხრობები "ნისლი ნახატარის ტყეში" (1959), "ფიქრები თოკის კიბეზე" (1960), "ფრესკის მეორე დაბადება" (1961) და სხვა. გოთუა ავტორია დრამებისა "მეფე ერეკლე" (1942), "უძლეველნი" (1943), "დავით აღმაშენებელი" (1945), "სამსახეობა რაინდისა" (1946), რომლებიც იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე. აღსანიშნავია, რომ ლევან გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. საბჭოთა რეჟიმის მიერ დაპატიმრებული იყო სამჯერ. თითქმის 20 წელი გაატარა გადასახლებაში.ბიოგრაფია
ლევან პართენის ძე გოთუა (დ. 10 მარტი, 1905, თბილისი ― გ. 30 იანვარი, 1973, იქვე), ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
ლიტერატურა