მაკა ჯოხაძე

მაკა ჯოხაძე

  მაკა შუბუს ასული ჯოხაძე (დ. 10 აპრილი, 1948, თბილისი), ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, კინოსცენარისტი და დრამატურგი.

 

ბიოგრაფია

  მაკა ჯოხაძე დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის(თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1971) და მეორე მუსიკალური სასწავლებელი. არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

  1969 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა და მას შემდეგ იბეჭდება საქართველოში, რუსეთში და საზღვარგარეთის ქვეყნებში.

  1986 წელს, ქართული კულტურის დღეებთან დაკავშირებით, იმყოფებოდა ინდოეთში,რაბინრანათ თაგორის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. იქ გამოვიდა მოხსენებით, რომელიც ითარგმნა და დაიბეჭდა ბენგალურ ენაზე.

  1987 წელს მიენიჭა საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია პუბლიცისტური წერილებისათვის "მშფოთვარე ძილის ხეობებში".

  1989 წელს მაკა ჯოხაძე მიწვეული იყო პარიზში, ჟორჟ პომპიდუს სახელობის ცენტრის მიერ მოწყობილ მსოფლიოს მწერალ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე.

  "მოდი, ვილაპარაკოთ სიყვარულზე... მოდი, სინათლეზე ვილაპარაკოთ, მოდი,სიცოცხლეზე ვილაპარაკოთ, ვილაპარაკოთ მეტაფორებზე..." – წერს მაკა ჯოხაძე თავის ერთ-ერთ წერილში...საფიქრალიც და სალაპარაკოც მკითხველს მისი წიგნების წაკითხვის შემდეგ უფრო მეტი მეტი ექნება.

წიგნები

  • სამოთხე უსიყვარულოდ: [წერილები და ესეები] – თბ. : ინტელექტი, 2010
  • მზერის გადანაცვლება :. - თბ. : მერანი, 1988. - 271გვ. ; 21სმ., 5000ც.
  • ჩემი დავით კლდიაშვილი. - თბ. : გულანი, 1995 (ს/ს "პირველი სტამბა"). - 168გვ. ; 16სმ..
  • მარადიული ბალაგანი : [რომანი] / [რედ.: ლია შერვაშიძე ; მხატვ.: ჯემალ ზენაიშვილი]. - თბ. : მერანი, 1997 ("მერანი"-ს სტ.). - 184გვ. ; 20სმ.. - (თანამედროვე ქართული პროზა).
  • გურამ-გურამ : [მოთხრობები]. - თბ. : მერანი, 1976. - 137გვ. ; 16სმ., 5000ც.
  • შეხვედრა : [მოთხრობა]. - თბ. : ნაკადული, 1985. - 159გვ. ; 20სმ. 10000ც.
  • გადარჩენილი პეიზაჟი : [მოთხრობები]. - თბ. : მერანი, 1984. - 175გვ. ; 16სმ., 20000ც.

პიესები

  • "ორი ცხოვრება" (1986)
  • "პერსონალური გამოფენა"
  • "სასოწარკვეთილთა თეატრი"

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html