მერაბ ელიოზიშვილი

მერაბ ელიოზიშვილი

  მერაბ ელიოზიშვილი (დ. 1934ცხინვალი საქართველოს სსრ), ქართველი მწერალი, სცენარისტი, მსახიობი. დაიბადა ქალაქ ცხინვალში, 1952 წელს დაამთავრა ქ. ცხინვალის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. ცხინვალში მიღებული არასრული მუსიკალური განათლება უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრში გამოიყენა, უკრავდა ვიოლინოზე.

  1958 წლის ჟურნალ "ცისკრის" მე-12 ნომერში გამოქვეყნდა პირველი სამი მოთხრობა და მას შემდაგ ამ ჟურნალისათვის არ უღალატია. დაწერილი აქვს ორი პატარა წიგნი, მათგან ერთი რუსულ ენაზეც გამოიცა. არის ორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის ავტორი – ერთი მათგანია "თეთრი ქარავანი", ხოლო მეორე - "დიდი მწვანე ველი". მისი პირველი მოთხრობა "ბებერი მეზურნეები" პიესადაც გადააკეთა, რომელმაც ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა.

მოთხრობები

  • მოლოდინი (1961)
  • დიდედები და შვილიშვილები (1964)
  • ბებერი მეზურნეები (1968)
  • სინოს წითელი ხარები (1968)
  • ძმანო კახელნო (1974)
  • კურდღლის სიმღერა (1987)
  • ჰო თუ არა (1987)
  • წრებრუნვა (1991)
  • მოგზაურობა და ხიფათი (1992)
  • აღემართენით
  • მერცხლები

პიესები

  • სარკე
  • დათვები
  • ბერიკონი
  • არაფერი
  • ყველასგან ყველაფრისთვის

ფილმოგრაფია

კინოსცენარები

გადაღებულია ფილმებში

წელი სახელი როლი შენიშვნა
1963 თეთრი ქარავანი    
1973 გაგიმარჯოს, მეზობელო! (ზღვარი)    
შერეკილები    
1976 ქვიშანი დარჩებიან    
1977 დაბრუნება[3]    


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html