მიხო მოსულიშვილი

მიხო მოსულიშვილი

  მიხო მოსულიშვილი (დ. 10 დეკემბერი, 1962, არაშენდაგურჯაანის მუნიციპალიტეტისაქართველო), ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია

  დაიბადა 1962 წლის 10 დეკემბერს. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. ამასთან 1981—1984 წლებში სწავლობდა უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე, სპეციალობით — კინოდრამატურგია (ერლომ ახვლედიანის და დავით აგიაშვილის სახელოსნო).

  ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

  პირველი მოთხრობა „ტყის კაცი“ გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათში“ 1984 წელს.

გამოცდილება

  1986—1991 წლებში მუშაობდა საქართველოს გეოლოგიურ-გეოფიზიკური ექსპედიციაში ინჟინერ-გეოლოგად. იყო გაზეთ „საქართველოს“ კორესპონდენტი, გაზეთ „ერისიონის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. 1994—1996 წლებში მსახურობდა საქართველოს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოში უფროსი ლეინტენანტის წოდებით. 1996—2004 წ. წ. იყო ჟურნალ „ცისკრის“ კრიტიკის განყოფილების გამგე. შემდეგ „იმედია-ჰოლდინგის“ ჟურნალ „იმიჯის“ ლიტერატურული თანამშრომელი. ამასთან სხვადასხვა ტელეკომპანიებისთვის თარგმნიდა მხატვრულ ფილმებს რუსულიდან და ინგლისურიდან . 2004-2009 წ.წ. ჟურნალ „ლიტერატურული პალიტრის“ მოწვეული რედაქტორი. 2009-2010 წლის იანვრამდე თავდაცვის სამინისტროს ჟურნალ „სამხედროს“ რედაქტორი.

  2007 წელს იყო თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსის – „გალას“ ჟიურის წევრი.

წიგნები

  • „ტყის კაცი“ (ტრაგედია), თბ., კულტურის სამინისტროს სარეპერტუარო-სარედაქციო კოლეგია, 1988 წ.
  • „მთვარიანი დღის ფრესკები“ (მოთხრობები, ნოველები და მინიატურები), თბ., გამომცემლობა „მერანი“, 1990 წ.
  • „გველი მოვკალ უფლისათვის“ თბ., გამომცემლობა „ილია“, უკვე მოპოვებულ-ჩაწერილი ქართული ხალხური შელოცვები, შემდგენელის (მიხო მოსულიშვილის) მიერ წარმოდგენილი ლექსების გრაფიკული ფორმით, მხატვარი – გია ღლონტი – 1993 წ.
  • გამოცემული წიგნების ყდები .„სივრცე ვერტიკალში“ (მოთხრობები, ნოველები და მინიატურები), თბ., გამომცემლობა „მერანი“, მხატვარი – ჯემალ ზენაიშვილი, 1997 წ.
  • „უჟამო ჟამის რაინდი“ (რომანი), თბ., გამომცემლობა „ბესტსელერი“, ანდრონიკაშვილთა შვიდი თაობის თავგადასავალი, მხატვარი – თენგიზ მირზაშვილი, 1999 წ.
  • „ფრენა უკასროდ“ (თაღლითური რომანი), თბ., „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თანამედროვე ქართველი ემიგრანტების ცხოვრება გერმანულ „ლაგერებში“, 2001 წ. – ISBN 99928–914–2–4; მეორე გამოცემა, გამომცემლობა „გუმბათი–2007“, 2011 წ., – ISBN 978-9941-0-3160-1
  • „ბენდელა“ (დოკუმენტური რომანი), თბ., გამომცემლობა „საარი“, აფხაზეთის ომში დაღუპული ფეხბურთელის, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის, ზაზა ბენდელიანის თავგადასავალი, 2003 წ.
  • „გედები თოვლქვეშ“ (მინიატურები), თბ., გამომცემლობა „საარი“, 2004 წ. – ISBN 99940–29–30–4
  • „თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან“ (შვიდი პიესა), თბ., გამომცემლობა „საარი“, მხატვარი – თემურ ნინუა, კარიკატურა „მიხო მოსულიშვილი ჩიბუხით“  საგანგებოდ ამ წიგნისთვის დახატა ზაალ სულაკაურმა, 2010 წ. – ISBN 978–99940-60-87-0
  • „და უფსკრულს დასცქერს პირიმზე“ (ჩანაწერები ვაჟა–ფშაველაზე), სერია: ილუსტრირებული ბიოგრაფიები, თბ., გამომცემლობა „პეგასი“, მხატვარი ნინო კაპანაძე, 2011 წ. – ISBN 978–9941-9179-6-7

თარგმანი

  • ბორის აკუნინი – „აზაზელი“  – გამომცემლობა „არეტე“, თბ. 2004 წელი, – ISBN 99940-74–8-X
  • ბორის აკუნინი – „თურქული გამბიტი“  – გამომცემლობა „კვირის პალიტრა“, თბ. 2006 წელი, – ISBN 99940–42–07-6
  • ბორის აკუნინი – „ლევიათანი“  – გამომცემლობა „კვირის პალიტრა“, თბ. 2006 წელი, – ISBN 9994–53–21–3; მეორე გამოცემა, გამომცემლობა „პალიტრა L“, 2010 წ.
  • გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი – „თორმეტი კეისრის ცხოვრება“ – გამომცემლობა „პეგასი“, თბ., 2011 წელი – ISBN 978–9941-9206-1-5

რედაქტორი

  • ნიკო ყიფიანი – „ერთხელ წასაკითხი მოთხრობები“, შპს „გლობუსი“, თბ. 2005 წ. - ISBN 99940-0-571-5
  • მარიამ ხუცურაული – „სანათას წიგნი“ , მხატვარი ლევან ხარანაული, გამომცემლობა „საარი“, თბ. 2009 წ. – ISBN 978–99940–60–64–1
  • ირმა შიოლაშვილი – „ფოთლების ხიდი“ (ლექსები), თბ. „საარი“, 2009 – ISBN 978-99940-60-75-7
  • გოდერძი ჩოხელი „ბინდისფერი ხეობიდან ცამდე“, მხატვარი ლევან ხარანაული, გამომცემლობა „გრიფონი“, თბ. 2011 წ.
  • ლიგური მოსულიშვილი – „ეპიზოდები ფიზიკოსების ცხოვრებიდან“ , გამომცემლობა „საარი“, თბ. 2010 წ.– ISBN 978-99940-60-89-4

თეატრი

  • „მეცამეტე ექსპერიმენტული“  — ავთანდილ ციხიშვილის სახელობის უსინათლოთა დრამატული თეატრი, რეჟისორი ალექსანდრე ლაბაძე – 2002 წ.
  • „თეთრი ლაშქარი“  — სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეარტი „თეთრი ტალღა“, რეჟისორი გიორგი რატიანი – 2005 წ.
  • „მოპარული ახალი წლის ზღაპარი“  - ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი სოსო ნემსაძე – 2008 წ.
  • „ენკი–ბენკი (მხიარული დამბაჩა)“  - „მეორე თეატრი“, (საბავშვო თეატრი, მის: დავით აღმაშენებლის პროსპექტი # 60), რეჟისორი ნათია კავსაძე – 2008 წ.
  • „საშობაო ბატი კომშით“ - „ვაკის სარდაფი“, რეჟისორი გურამ ბრეგაძე – 2009 წ.
  • „არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა“  – რუსთავის კულტურის ცენტრი (მის: ქ. რუსთავი, წმინდა ნინოს ქ. # 1), რეჟისორი გეგა ქურციკიძე – 2010 წ.

რადიოთეატრი

  • „ტყის კაცი“ (1988), რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე.
  • „სიკვდილი გუარამ მამფალისა“ (1989), რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე.
  • „ობობა“ (1990). რეჟისორი ბადრი მიქაშავიძე.
  • „ცეკვა მკვდრებით“  (2008), რეჟისორი ზურაბ კანდელაკი.

ტელევიზია

  • „ჩემი მეგობარი ჰიტლერი“, ტელესპექტაკლის სცენარის თანაავტორი (იუკიო მისიმას მიხედვით), საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1999, რეჟისორი ანდრო ენუქიძე.
  • „წვრილ ვარსკვლავთა ღამე“ (ტელესერიალი), 45 სერია, სცენარის თანაავტორები: ალექსანდრე (დათო) ქოქრაშვილი, ანდრო ენუქიძე, კობა ცხაკაია, იოსებ მჭედლიშვილი, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1999–2000 წ.წ., რეჟისორები: ანდრო ენუქიძე, კობა ცხაკაია.

პრემიები

  • საქტელერადიო კომიტეტის პრემია რადიოპიესისათვის „ტყის კაცი“ 1987;
  • კულტურის სამინისტროს პრემია პიესისათვის „ხვალ პრემიერაა“ (თანაავტორი ანდრო ენუქიძე), 1989;
  • კულტურის სამინისტროს პრემია პიესისათვის „მეცამეტე ექსპერიმენტული“ (თანაავტორი ანდრო ენუქიძე), 1991;
  • თბილისის მერიის, ახალგაზრდობის საქმეთა თბილისის სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა კავშირ "ბესტსელერის"  რომანისთვის „უჟამო ჟამის რაინდი“. 1998.
  • მწერალთა კავშირის პრემია პიესისათვის „თეთრი ლაშქარი“, 1998.
  • ინტერნეტულ ჟურნალ „კვალის“ პრემია  პიესისთვის „მხიარული დამბაჩა“. 2003.
  • საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის, „ბეკარის“  (ლიტერატურული ნაწარმოებები მუსიკაზე) პრემია ნომინაციაში „ჯაზი და როკ-მუსიკა: პროზა“ მოთხრობისათვის „ურაკპარაკი“  („Глухомань“ — მთარგმნელი მაია ბირიუკოვა), 2005 წელი, – მოსკოვი.
  • ლიტერატურული კონკურსის „ფორმულა-ნლო“-2006-ის (პროზა) დიპლომი  და პრემია — 31 დეკემბერი, 2006 წელი, - ათენი.
  • ლიტერატურული კონკურსის „ხერთვისის“ პრემია (პროზა) და სკულპტურა  — 8 დეკემბერი, 2007 წელი, - თბილისი.

ჯილდოები 

  1998 წლის 7 მარტს დაჯილდოებულია „ღირსების მედლით“, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება # 132 (ჟურნალ „ცისკრის“ 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით — საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1998 წლის 15 მარტის ნომერში).

 


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html