ნაირა გელაშვილი (დ. 28 ოქტომბერი, 1947, სოფ. ნუკრანი), ქართველი მწერალი. 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს წიგნები: " მოთხრობები", დედის ოთახი", "მთვარით განათებული ბაღი", "ტრაგიკული გრადაცია", "წინწკლების ქოხი", "სარკის ნატეხები", " ამბრნი, უმბრნი და არაბნი" და სხვა.