ნესტან კვინიკაძე

ნესტან კვინიკაძე

   ნესტან-ნენე კვინიკაძე (დ. 5 ივნისი1980თბილისი), ქართველი მწერალი, სცენარისტი და ჟურნალისტი. არის რამდენიმე კინოსცენარის და პიესის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე პროზაული კრებული და ერთი რომანი — „ისპაჰანის ბულბულები“. 2006 წლიდან ქართულ-ინგლისური ყოველთვიური უფასო ჟურნალის „ფოკუსის“ მთავარი რედაქტორი. თავის ესეებს და სტატიებს რეგულარულად აქვეყნებს ჟურნალ „ანაბეჭდში“. 2007—2008 წწ. იყო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის ტელეგადაცემის, თოქ-შოუს — „ნანიკოს შოუს“ ერთ-ერთი პროდიუსერი.


google-site-verification: google7e5fbde470c5420f.html